ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მაიამიში გარდაცვლილთა რაოდენობა 28-მდე გაიზარდა 


მაიამიში საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა გაიზარდა. მაშველებმა სამძებრო სამუშაოების შედეგად კიდევ ერთი ადამიანიც ცხედარს მიაგნეს.

მაშველები ნანგრევებში ე.წ. კონტროლირებადი ნგრევას აწარმოებენ, რაც მათ საშუალებას აძლევს გააფართოვონ სამძებრო სამუშაოები. ამ დრომდე დაკარგულად ითვლება 117 ადამიანი, შენობის ნაწილის ჩამონგრევიდან კი 11 დღე არის გასული. ამ დროისთვის თითქმის აღარ არსებობს მოლოდინი, რომ მაშველები ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების გადარჩენას შეძლებენ.

12 სართულიანი შენობის რამდენიმე ფლიგელი 24 ივნისს ჩამოიშალა, მას შემდეგ სამაშველო სამუშაოები მხოლოდ ერთხელ უამინდობის, ძლიერი წვიმის, გამო შეწყდა, რადგან ტერიტორიაზე მუშაობა სამაშველო სამსახურების თანამშრომლებისთვის საფრთხეს წარმოადგენდა.

პრეზიდენტ ბაიდენის გადაწყვეტილებით, ფლორიდის შტატში მიმდინარე სამძებრო სამუშაოებში უკვე ჩაერთო საგანგებო ვითარებათა მართვის ფედერალური სააგენტო. გასულ კვირას შემთხვევის ადგილზე ჯო ბაიდენი პირველ ლედისთან ერთად ჩავიდა და პატივი მიაგო გარდაცვლილებს.

საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებში 130 ბინის მცხოვრები მოხვდა, თავდაპირველად მაშველები 159 ადამიანს ეძებდნენ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG