ჯორჯიის შტატი სენატისთვის ბრძოლაში გადამწყვეტია. არჩევნების მეორე ტური იქ იანვარში გაიმართება. არჩეული პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი პირველი დემოკრატია 1992 წლის შემდეგ, რომელმაც შტატში წარმატებას მიაღწია. სენატის ორი მანდატისთვის ბრძოლა, ჯორჯიის შტატში, ამ პალატის ბედს და იმას განსაზღვრავს, რისი მიღწევა შეეძლება ბაიდენს კონგრესში.
რატომ მეორე ტური?
ჯორჯიის შტატის კანონმდებლობით, კანდიდატმა ხმების 50 პროცენტზე მეტი უნდა მიიღოს, იმისთვის რომ არჩევნებში გაიმარჯვოს. ნოემბრის არჩევნებზე ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მოიპოვა ხმების 50%-ზე მეტი და სწორედ ამიტომ, შტატში არჩევნების მეორე ტური გაიმართება.
ვინ არიან კანდიდატები მეორე ტურში?
შტატის ორი მანდატიდან, ერთისთვის რესპუბლიკელი სენატორი დევიდ პერდიუ დემოკრატ ოპონენტს, ჯონ ოსოფს უპირისპირდება. პერდიუს უმრავლესობის მოსაპოვებლად ნოემბერში ხმების მცირე რაოდენობა დააკლდა. მეორე მანდატისთვის, დემოკრატი რაფაელ ვორნოკი, რესპუბლიკელ სენტორ კელი ლოფლერს უპირისპირდება.
ასევე ნახეთ: ტრამპის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის, საპროტესტო აქციაზე შეტაკება მოხდაროდის გაიმართება მეორე ტური?
მეორე ტური 2021 წლის 5 იანვარსაა დაგეგმილი.
რატომაა ეს არჩევნები მნიშვნელოვანი?
არჩევნების შედეგები განსაზღვრავს იმას, თუ ვინ მოიპოვებს კონტროლს ამერიკის სენატზე. ამ დროისთვის პალატას რესპუბლიკელები აკონტროლებენ, 50 მანდატით 48-ის წინააღმდეგ. კონგრესის ამ პალატაში სულ 100 სენატორია. თუ რესპუბლიკელები ორიდან ერთ შეჯიბრში გაიმარჯვებენ და ერთ მანდატს მაინც მოიპოვებენ, მაშინ შეინარჩუნებენ კონტროლს პალატაზე. დემოკრატებს კი ორივე მანდატის მოპოვება სჭირდებათ სენატის გასაკონტროლებლად. ამ შემთხვევაში, ხმები 50/50-ზე გადანაწილდება, რა დროსაც გადამწყვეტი ხმა ვიცე-პრეზიდენტს ეკუთვნის. კამალა ჰარისი ვიცე-პრეზიდენტი 20 იანვარს გახდება.
ასევე ნახეთ: ბაიდენის გამარჯვების სერტიფიცირების პროცესი დაიწყო, ტრამპი კი არაღიარების პოლიტიკას აგრძელებსრატომ იმართება არჩევნები ჯორჯიის შტატში სენატის ორივე მანდატისთვის?
თითოეულ შტატს სენატში ორი მანდატი აქვს. პერდიუს ექვსწლიანი ვადა ამ წელს ეწურება, ხოლო ლოფლერი, ჯორჯიის გუბერნატორმა 2019 წლის დეკემბერში შეარჩია სენატორ ჯონი ისაკსონის პენსიაში გასვლის შემდეგ, მისი ადგილის დასაკავებლად. ლოფლერი და ვორნოკი ერთმანეთს ისაკსონის ვადის დარჩენილი 2 წლის შესავსებად ებრძვიან. 2 წლის თავზე, კიდევ ერთი არჩევნები გაიმართება.
რა ხდებოდა წარსულში?
დემოკრატები 1988 წელს შტატის მეორე ტურებში დამარცხდნენ. რის შემდეგაც, შვიდ შემთხვევაში, მეორე ტურში გამარჯვებას რესპუბლიკელები აღწევდნენ