2014-15 წლების ე.წ. მინსკის შეთანხმება, მიზნად ისახავდა აღმოსავლეთ უკრაინაში, დონბასის რეგიონში, უკრაინასა და რუსულენოვან სეპარატისტებს შორის, სადავო დონეცკსა და ლუჰანსკში ომის შეჩერებას.
2014 წელს, უკრაინის წარმომადგენლებმა და რუსმა სეპარატისტებმა, ბელარუსის დედაქალაქ მინსკში, 12 პუნქტიან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი. შეთანხმება მოიცავდა პატიმრების გაცვლას, ჰუმანიტარულ დახმარებას და სადავო ტერიტორიებიდან მძიმე შეიარაღების გატანას.
მაგრამ, ორივე მხარის მიერ პირობების დარღვევის შემდეგ, შეთანხმება მალევე ჩაიშალა.
2015 წელს, ორივე მხარემ, ამჯერად ეუთოს წარმომადგენლებთან ერთად, შეთანხმება კვლავ სცადა.
ასევე ნახეთ: პუტინის თქმით, დასავლეთი კრემლის მოთხოვნებს არ პასუხობსმეორე შეთანხმება, რომელსაც მხარეებმა ხელი მოაწერეს 13 პუნქტისგან შედგება და ცეცხლის დაუყოვნებლი შეწყვეტას მოითხოვდა. შეთანხმება ასევე ითვალისწინებდა სადავო ტერიტორიებიდან მძიმე შეიარაღების გატანას, ეუთსოს მონიტორინგს, ბრძოლებში ჩართულთა ამნისტიას, ტყვეებისა და პატიმრების გაცვლას, უკრაინის სახელმწიფო საზღვრის სრულ კონტროლს, უცხო ჯარების გაყვანას, ეკონომიკური და სოციალური კავშირების აღდგენას და სადავო რაიონებში არჩევნების გამართვას. შეთანხმებას პრორუსი სეპარატისტებით დომინირებულ რეგიონებს ანიჭებს ავტონომიის ხარისხს, რასაც შეუძლია გავლენა მოახდინოს ცენტრალური ხელისუფლების გადაწყვეტილების მიღებაზე.
შეთანხმების გაფორმებისას ადგილზე წრამოდგენილნი იყვნენ საფრანგეთის, გერმანიის, რუსეთის ლიდერები, რომლებმაც შეთანხმების მხარდამჭერი განცხადება გაავრცელეს. შეთანხმებას ასევე მხარი დაუჭირა გაეროს უშიშროების საბჭომ.
მაგრაამ, შეთანხმების დებულებათა ნაწილი არ შესრულდა. სააგენტო „როიტერის“ მიხედვით, რუსეთი ამტკიცებდა, რომ კონფლიქტში ჩართული არ იყი და შესაბამისად ვერ გაიყვანდა ძალებს, რადგან მისი მტკიცებით, სადავო ტერიტორიაზე ძალები განლაგებული არ ჰყოლია. რუსეთი დაჟინებით მოითხოვდა უკრაინასა და სადავო რეგიონებს შორის რაიმე შეთანხმების გაფორმებას. უკრაინამ სეპარატისტებთან დიალოგზე უარი თქვა.
მიუხედავად ამისა, „სიენენ“-ის ცნობით, სასტიკი ბრძოლები შეჩერდა და ცეცხლის შეწყვეტის მონიტორინგს ეუთო ახორციელებს.