სააგენტო „როიტერი", ამერიკული კერძო კომპანიის მიერ, კომერციული თანამგზავრიდან მიღებული, ახალი გამოსახულებებს ფოტოებს აქვეყნებს, რომელიც უკრაინის სიახლოვეს, რამდენიმე ადგილზე, რუსულ სამხედრო აქტივობას ასახავს.
რუსეთი, რომელმაც არერთხელ განაცხადა, რომ უკრაინაში შეჭრას არ გეგმავს, ბელარუსში დიდ სამხედრო წვრთნებს ატარებს, რაც უკრაინის ჩრდილოეთ, აღმოსავლეთ და სამხრეთ საზღვრებთან სამხედრო ძალების დრამატული თავმოყრის ნაწილია.
ამერიკულმა კომპანიამ Maxar Technologies, რომელიც რუსული ძალების თავმოყრას კვირების განმავლობაში აკვირდებოდა, სამშაბათს განაცხადა, რომ ფოტოები კვირას და ორშაბათს არის გადაღებული და ბელარუსში, ანექსირებულ ყირიმში და დასავლეთ რუსეთში მნიშვნელოვან ახალ აქტიურობას აჩვენებს. “როიტერმა“ ფოტოების დამოუკიდებლად გადამოწმება ვერ შეძლო.
კომპანიამ ჯარების და მოიერიშე ვერტმფრენების რამდენიმე დიდ განლაგებაზე, ასევე მოიერიშე თვითმფრინავების და გამანადგურებელ-ბომბდამშენების მოწინავე პოზიციებზე ახლად განლაგებაზე მიანიშნა.
კომპანიამ განაცხადა, რომ ფოტოებმა ასევე აღბეჭდა არსებული გარნიზონებიდან მრავალრიცხოვანი ქვეითი დანაყოფების და სხვა საბრძოლო დანაყოფების წყობით გასვლა.