რუსეთმა უკრაინის ოკუპირებული ზონებიდან რუსეთის ტერიტორიაზე 700 000 ბავშვი გაიყვანა, განაცხადა კვირას რუსეთის რუსეთის პარლამენტის ზედა პალატის საერთაშორისო კომიტეტის ხელმძღვანელმა გრიგორი კარასინმა.
„ბოლო წლებში 700 000 ბავშვმა ჩვენთან იპოვა თავშესაფარი, რომლებიც გაექცნენ დაბომბვას და ცეცხლს უკრაინის კონფლიქტის ზონებიდან“, - წერს კარასინი „ტელეგრამის“ არხზე.
ასევე ნახეთ: მედვედევი: უკრაინასთან ომი "მუდმივად", დასავლეთთან დაპირისპირება კი ათწლეულები გაგრძელდებამოსკოვი აცხადებს, რომ უკრაინიდან რუსეთის ტერიტორიაზე ბავშვების გადაყვანის მიზანი კონფლიქტის ზონაში მიტოვებული ბავშვების დაცვაა.
თუმცა, უკრაინა ამბობს, რომ ბევრი ბავშვი უკანონოდ იქნა დეპორტირებული და მათ არ ეძლევათ მშობლებთან შეხვედრის საშუალება. ხოლო შეერთებული შტატების თქმით, ათასობით ბავშვი იძულებით გააძევეს თავიანთი სახლებიდან.
2022 წლის ივლისში შეერთებულმა შტატებმა განაცხადა, რომ რუსეთმა მოახდინა უკრაინიდან 260 000 ბავშვის „იძულებითი დეპორტი“. ხოლო უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების ინტეგრაციის სამინისტროს თქმით, უკონოდ დეპორტირებულია ამჟამად 19 492 უკრაინელი ბავშვი.