კორონავირუსის გამო, ევროპიდან ამერიკაში მოგზაურობის მოულოდნელი შეზღუდვა, საფონდო ბირჟებისთვის დამატებითი სტრესი აღმოჩნდა. ინვესტორებს ახალი გლობალური რეცესიის საფრთხის შიში უძლიერდებათ.
ვაჭრობა უოლ-სტრიტის საფონდო ბირჟაზე დღეს გამხსნელი ზარის დარეკვიდან, რამდენიმე წუთში შეჩერდა. რყევა S&P 500-ის ინდექსის 7%-ით ვარდნას მოჰყვა, რამაც ბირჟაზე 15-წუთიანი პაუზა გამოიწვია. სხვადასხვა ინდექსი ახლა საშუალოდ 24%-ზე უფრო დაბლაა, ვიდრე თებერვლის რეკორდული მაჩვენებლები იყო.
ავიაკომპანიის SPCOMAIR აქციებზე ფასმა 10.1%-ით იკლო. იგივე მოხდა საკრუისო კომპანიებზე "კარნავალი", რომლის აქციები 17%-ით დავარდა და "როიალ კარიბიანზე" - 24%-ით. კიდევ უფრო მეტად, 15%-ით შემცირდა ავიაკომპანია "ბოინგის" აქციების ფასი.
ნავთობპროდუქტებზე ფასები დღეს კიდევ უფრო დაეცა, საშუალოდ 6%-ზე მეტით, რასაც ასევე უკავშირებენ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მოულოდნელ განცხადებას ევროპიდან ამერიკაში მოგზაურობის დრამატულად შეზღუდვაზე. თუმცა, ფასების რყევა უფრო ადრე დაიწყო, როცა ჯერ საუდის არაბეთმა, შემდეგ კი არაბთა გაერთიანებულმა საემიროებმა ბაზარი იაფი საწვავით აავსეს და ამით რუსეთის ეკონომიკა დიდი რისკის ქვეშ დააყენეს.