საარჩევნო კამპანიის დასკვნითი ფაზა დაიწყო

ობამა და რომნი სხვადასხვა შტატში მოგზაურობისას მეტი ამომრჩევლის მიმხრობას შეეცდებიან
დებატების დასრულების შემდეგ, ბარაკ ობამა და მისი მეტოქე მიტ რომნი საარჩევნო კამპანიას ანახლებენ და ჯერ კიდევ მერყევი ამომრჩევლის მიმხრობას ცდილობენ.

ორივე კანდიდატი რამდენიმე შტატში იმოგზაურებს, რათა გაზარდოს საკუთარი შანსები საარჩევნო კოლეგიის 270 ხმის მოსაპოვებლად.

23 ოქტომბერს, ობამა ფლორიდაში შეხვდება ამომრჩეველს. შემდეგ მას ოჰაიოს შტატში ვიცე პრეზიდენტიც შეუერთდება. რომნი ნევადასა და კოლორადოში გაემგზარება. მასთან ერთად შეხვედრებში მონაწილეობას მიიღებს მისი ვიცე პრეზიდენტობის კანდიდატი, პოლ რაიანი.

22 ოქტომბერს, ფლორიდაში ჩატარებული დებატებისას საპრეზიდენტო კანდიდატებმა ამერიკის საგარეო ურთიერთობების განსხვავებული ხედვა წარმოადგინეს.