დღეს, ვილნიუსში მდებარე ბელარუსულმა უნივერსიტეტმა განცხადება გაავრცელა და თქვა, რომ ბელარუს ჟურნალისტ რომან პროტასევიჩთან ერთად, დააკავეს მათი სტუდენტი, 23 წლის სოფია საპეგა. უნივერსიტეტში ამბობენ, რომ საპეგა ბელარუს ჟურნალისტთან ერთად მგზავრობდა და მოითხოვენ მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას.
საპეგას დაკავებას ადასტრუებს მისი ოჯახიც. ინფორმაცია სააგენტო "როიტერს" "ევროპის ჰუმანიტარულმა უნივერსიტეტმა" მიაწოდა.
უნივერსიტეტში ამბობენ, რომ საპეგა და პროტასევიჩი საბერძნეთში ერთად იყვნენ დასასვენებლად წასული და უკან, ლიეტუვაში ბრუნდებოდნენ.
თვითმფრინავი, რომელიც ათენი-ლიეტუვას მიმართულებით მოძრაობდა, ბელარუსმა აიძულა მინსკში დამჯდარიყო. თვითმფრინავის გვერდით, დაშვებამდე, საბჭოთა კავშირის დროინდელი მოდელი, მიგ-29 ავია გამანადგურებელი მიჰყვებოდა.
ასევე ნახეთ: ბელარუსში ორ ჟურნალისტს პატიმრობა მიუსაჯესთვითმფრინავის დაშვებისას, ბელარუსის სამართალდამცველებმა ოპოზიციონერი ჟურნალისტი პროტასევიჩი დააკავეს. ევროკავშირის ლიდერების ნაწილმა, მომხდარს გატაცება უწოდა და მწვავედ გააკრიტიკა ლუკაშენკოს რეჟიმი ამის გამო.
ბორტზე მყოფი ერთ-ერთი ლიეტუველი მზგავრი ამბობს, რომ ჟურნალისტი დაშვებისთანავე ცალკე გაიყვანეს. მანამდე მან მოახერხა თავისი თანამგზავრისთვის გადაეცა ლეპტოპი და მობილური ტელეფონი.
უნივერისტეტში აცხადებენ, რომ მათი სტუდენტი ლიეტუვაში სამაგისტრო ნაშრომის დასაცავად მიფრინავდა, როდესაც ის "უმიზეზოდ და უკანონოდ" დააკავეს. ისინი მოითხოვენ ბელარუსის ხელისუფლებისგან, დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ სტუდენტი გოგონა და დააბრუნონ ის ლიეტუვაში.