"უნდა დაწესდეს ეკონომიკური სანქციებიც"- ვაშინგტონში "ქართული ოცნებისთვის" დაწესებულ სავიზო შეზღუდვებს აფასებენ

Your browser doesn’t support HTML5

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა დამატებითი სავიზო შეზღუდვები დაუწესა "ქართული ოცნების" წევრებსა და მათი ოჯახის წევრებს. ვაშინგტონის საექსპერტო წრეებში ამას სიმბოლურ და მნიშვნელოვან ნაბიჯად აღიქვამენ, თუმცა ფინანსური სანქციების აუცილებლობაზეც საუბრობენ.