ვენესუელაში პარლამენტის სპიკერობაზე გუაიდოსა და პარას შორის ბრძლა გრძელდება

ვენესუელაში პოლიტიკური კრიზისი გრძელდება. პარლამენტის ორი წევრი ერთდროულად აცხადებს, რომ სპიკერები არიან. ოპოზიციის ლიდერ ხუან გუაიდოს და მის მოწინააღმდეგე ლუის პარას სპიკერობას პარლამენტმა მხარი ორი სხვადასხვა კენჭისყრის დროს დაუჭირა.

თავდაპირველ კენჭისყრაზე გუაიდო პარლამენტის სმენათა დარბაზში არ შეუშვეს. კორუფციაში ბრალდებულმა პარამ თავი სპიკერად გამოაცხადა და თქვა, რომ 167 წევრიან პარლამენტში მას ხმა 81-მა დეპუტატმა მისცა.

ოპოზიციონერმა კანონმდებლებმა მალევე საგანგებო სესია მოიწვიეს გაზეთ „ელ ნასიონალეს“ სათაო ოფისში, რომელიც ერთადერთი დამოუკიდებელი გაზეთია ვენესუელაში. მეორე კენჭისყრამ აჩვენა, რომ 167 ხმიდან გუაიდოს ხმა 100-მა დეპუტატმა მისცა.

„ჩვენ დიქტატურა კიდევ ერთხელ დავამარცხეთ. ჩვენ დიქტატურა და დიქტატურის ამბიციები დამაჯერებლად დავამარცხეთ,“ განაცხადა გუაიდომ კენჭისყრის შემდეგ.

გუაიდო პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს წინააღმდეგ ოპოზიციას 2019 წლის 23 იანვრის შემდეგ ხელმძღვანელობს, როცო მან თავი ვენესუელის ლეგიტიმურ პრეზიდენტად გამოაცხადა.

გუაიდოს შეერთებული შტატები, საქართველო და დაახლოებით 60 ქვეყანა ვენესუელის ლეგიტიმურ პრეზიდეტად აღიარებს.