რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ვენესუელელ კოლეგას ნიკოლას მადუროს მოსკოვში შეხვდა ვენესუელაში მიმდინარე პოლიტიკური კრიზისის ფონზე.
მადურო მოსკოვში 24 სექტემბერს ჩავიდა. შეგახსენებთ, რომ რუსეთი, ნიკოლას მადუროს მთავრობის ერთერთი აქტიური მხარდამჭერია და ვენესუელაში არსებული უკიდურესი პოლიტიკური და ეკონომიკური გამოწვევების ფონზე, ის მას უხვად უზრუნველყოფს ფინანსური კრედიტებით. არცერთ მათგანს მისასალმებელ სიტყვაში ამ საკითხზე ყურადღება არ გაუმახვილებია, თუმცა პუტინმა აღნიშნა, რომ რუსეთმა ვენესუელაში დღეის ჩათვლით, დაახლოებით ოთხი მილიარდი დოლარის ინვესტიცია განახორციელა.
რუსმა ლიდერმა დასძინა, რომ მოსკოვი მხარს უჭერს ვენესუელის მთავრობასა და ოპოზიციას შორის დიალოგის წარმოებას პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად.
Facebook Forum