ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა მსოფლიოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ 2013 წლის ანგარიში გამოაქვეყნა
თბილისი —
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველწლიურ ანგარიშში, მსოფლიოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ, რომელიც 27 თებერვალს გამოქვეყნდა, საქართველოს 35 გვერდი აქვს დათმობილი.
მთავარ პრობლემებად დასახელებულია: მზარდი ძალადობა საქართველოს, როგორც რელიგიურ და ისე სექსუალურ უმცირესობებზე. განსაკუთრებით ხაზგასმულია, თბილისის ცენტრში, 2013 წლის 17 მაისს განვითარებული მოვლენები, როცა ხელისუფლებამ, ერთის მხრივ ვერ უზრუნველყო შეკრების თავისუფლების უფლება და მეორეს მხრივ, ჯეროვნად ვერ დასაჯა მოძალადე ელემენტები.
სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში - კრიტიკის საგანს ასევე წარმოადგენს პოლიციასა და პენინტენციალურ სისტემაში არსებული მდგომარეობა: გამოყოფილია პატიმარ ლევან კორტავას საქმე, რომელიც გეგუთის კოლონიაში ცემით მოკლეს. ასევე, თბილისელი ავტოხელოსნის მამუკა მიქაუტაძის საქმე, რომელმაც პოლიციაში დაკითხვის შემდეგ, თავი მოიკლა.
„ამერიკის ხმამ“ სახელმწიფო დეპარტამენტის 2013 წლის ანგარიშის - საქართველოს ნაწილის შეფასება, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტს გიორგი რუხაძეს სთხოვა
„მთავარი დადებითი ნაწილი არის საპრეზიდენტო არჩევნების შეფასება. პირდაპირ არის ნათქვამი, რომ ბევრად უკეთესი არჩევნები გვქონდა 2013 წელს, ვიდრე საქართველოს მანამდე ჰქონია. სხვა საკითხია, რატომ მოხდა ასე, ეს იყო ხელისუფლების ნება? თუ ეს იყო „პოლიტიკური ამინდი“, სადაც რეალურად კონკურენცია არ არსებობდა?
მეორე , ალბათ, ყველაზე დადებითი ნაწილი, ამ ანგარიშში, არის საუბარი იმაზე, რომ მას-მედიის თავისუფლების თვალსაზრისით ვითარება გაუმჯობესებულია, ვიდრე ეს 2012 წელს და მანამდე იყო.
მთავარი უარყოფითი ნაწილი არის ე.წ „სამართლიანობის აღდგენის“ პროცესი, რომლის დროსაც საკმაოდ ბევრი პროცედურული დარღვევა იყო. ასევე, ადგილებზე, თვითმმართველობებში, ვერ მიხვდნენ ერთ რამეს, რომ ცენტრალურ დონეზე ხელისუფლების ცვლილება, ავტომატურად არ ნიშნავს, ადგილობრივ დონეზე - ხელისუფლების ცვლილებას. ეს პროცესი ბუნებრივია გამოჩნდა, როგორც ზეწოლა, ადგილობრივ დონეებზე, საკრებულოებში.
მეორე და მნიშვნელოვანი კრიტიკა ეხება - არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის პირებისა და რელიგიური უმცირესობების ჩაგვრას. 17 მაისის მოვლენა დარჩება შავ ლაქად საქართველოს ისტორიაში და კიდევ, ძალიან ბევრ ანგარიშში მოხვდება.
ხელისუფლებამ ვერ მოახერხა ამ ყველაფრის თავიდან აცილება. მე დარწმუნებული ვარ რომ ამის გაკეთება მათ შეეძლოთ, უბრალოდ, ხელისუფლებაში მოერიდნენ არაპოპულარული გადაწყვეტილების მიღებას.
მესამე და მთავარი შენიშვნა პენინტენციალურ სისტემას შეეხება. მიხედავად იმისა, რომ აღნიშნულია რომ სისტემაში უკეთესობა არის, ეს არ ნიშნავს რომ შენიშვნები არ არის. შენიშვნები თითქმის იგივე ხასიათისაა, რაც აქამდე იყო.
ანგარიშის მიხედვით, საქართველომ მომავალ წლებში განსაკუთრებული ყურადღება უნდა გაამახვილოს სასამართლო სისტემაზე, პენინტენციალურ სისტემაზე და ლგბტ პირებისა და რელიგიური უმცირესობების უფლებების დაცვაზე.“
ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ ანგარიშში ასევე დეტალურად არის მიმოხილული ყოფილი მაღალჩინოსნების: ვანო მერაბიშვილის, ბაჩო ახალიას, ზურაბ ჭიაბერაშვილის, გიგი უგულავასა და სხვათა გახმაურებული სისხლის სამართლის საქმეები.
გასული წლის ივნისში, შემოსავლების სამსახურის მიერ თბილისის მერიისა და საკრებულოს 23 თანამშრომლის დაკავება-განთავისუფლების საქმე. თვითმმართველობებიდან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების ან მხარდამჭერების განთავისუფლების ან გადაბირების მასობრივი ფაქტები.
ყველა ასეთ შემთხვევას ქვეყნის მთავარი ოპოზიციური პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ აშკარად გამოხატულ პოლიტიკურ დევნად აფასებს. ჩვენ დავინტერესდით რამდენად არის ეს განწყობები ასახული ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ამ ანგარიშში. გიორგი რუხაძე ამბობს
„ეს განწყობა აქ არ არის ასახული. ფაქტობრივად, ანგარიშში არის უფრო ფაქტებზე დაყრდნობილი შეფასებები, ვიდრე ამა თუ იმ პოლიტიკური ჯგუფის განწყობა. მე ყურადღებით წავიკითხე ეს ანგარიში და ვიტყოდი, რომ არის ძალიან ობიექტური.“
ანგარიშში, რომელიც 2013 წელს მოიცავს, ხაზგასმულია, რომ საქართველოში მედიის მდგომარეობა მთლიანობაში გაუმჯობესდა, თუმცა საზოგადოებრივ მაუწყებელზე მიმდინარე მოვლენები, სახელმწიფოს ჩარევად შეიძლება შეფასდეს. ამ მოსაზრებას საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი გიორგი რუხაძეც იზიარებს
„რაც შეეხება საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი სამეთვალყურეო საბჭოს არჩევას აქ აშკარად ჩანს, რომ ახალი ხელისუფლება ძველისგან ბევრით არაფრით განსხვავდება.
რეალურად, შეიძლება, რაღაც სახით შეიცვალა „გარე კონტურები“, თუმცა არსი რომ ხელისუფლება მაინც ცდილობს, ამა თუ იმ ფორმით, ზეწოლა მოახდინოს მას-მედიაზე და გავლენა ჰქონდეს საზოგადოებრივ მაუწყებელში, ეს ფაქტია.“
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში აღნიშნულია, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული უმძიმესი მდგომარეობა. ეს ეხება გალის რაიონში მცხოვრები ეთნიკური ქართველების შეზღუდულ უფლებებს გადაადგილებასთან დაკავშირებით. გატაცებების, ყაჩაღობისა და მკვლელობის ფაქტებს.
აღნიშნულია, რუსი ოკუპანტების მიერ მავრთულხლართების გაბმა, ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში, რომელიც შიდა ქართლის მოსახლეობის უფლებებს არღვევს. ზოგადად, გაკრიტიკებულია დევნილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა მდგომარეობა საქართველოში.
ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოში დისკრიმინაციას განიცდიან შეზღუდული შესაძლებლობების პირები, როგორც სოციალურ, საგანმანათლებლო, ისე დასაქმების კუთხით.
სახდეპარტამენტის ანგარიშში, გაკრიტიკებულია სახელმწიფოსა და დამსაქმებლების მხრიდან, პროფკავშირებისა და მუშების დისკრიმინაცია. ანგარიშში კერძოდ ვკითხულობთ, რომ შარშან, ნოემბერში, სახელმწიფო კომპანია „საქართველოს რკინიგზის“ ახალი მენეჯმენტი სამსახურიდან დათხოვნითა და ფიზიკური ანგარიშსწორებით ემუქრებოდა რკინიგზელებს, რომლებმაც გაფიცვა გამოაცხადეს.
P.S. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველწლიური ანგარიშის საქართველოს ნაწილი, ინგლისურ ენაზე, შეგიძლიათ იხილოთ სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე: http://www.state.gov/