აშშ-ის საელჩომ აბასთუმნის ფილტვის ცენტრს $70 000-მდე ღირებულების დახმარება გადასცა

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ, აბასთუმნის ფილტვის ცენტრს სამედიცინო აღჭურვილობა გადასცა. საუბარია 70 000 ამერიკული დოლარის ოდენობის დახმარებაზე, რომელიც ცენტრს ყოველდღიურ საქმიანობაში დაეხმარება. ინფორმაციას ამის შესახებ საელჩო ავრცელებს.

"აბასთუმნის ფილტვის ცენტრს, რომელიც ფილტვების ამბულატორიული მკურნალობის შესაძლებლობებით კავკასიის რეგიონში ერთადერთია, $70,000-მდე ღირებულების სამედიცინო აღჭურვილობა გადავეცით.
ცენტრი მნიშვნელოვან როლს თამაშობს ქრონიკული დაავადებების პრევენციასა და პაციენტთა რეაბილიტაციაში. ამიტომ, იმედი გვაქვს, რომ ჩვენი დახმარება გააუმჯობესებს პაციენტებზე ზრუნვის კომპლექსურ პროცესს.

გადაცემულ აღჭურვილობას შორის არის: მაგნიტური თერაპიის აპარატი, ხელ-ფეხისა და სხეულის ზედა ნაწილის ერთობლივი სავარჯიშო მოწყობილობა, სარეაბილიტაციო წოლითი ველოსიპედი, სარეაბილიტაციო ბილიკი შშმ პირებისთვის, სისხლის გაზებისა და ელექტროლიტების ანალიზატორი, ჟანგბადის კონცენტრატორი ინჰალატორით და სხეულის ტემპერატურის ინფრაწითელი თერმული გასასვლელი" - წერს საელჩო ოფიციალურ განცხადებაში.