ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსული თვითმფრინავი ალასკას საჰაერო თავდაცვის საიდენტიფიკაციო ზონაში - NORAD განცხადებას ავრცელებს


ალასკას თავდაცვის საიდენტიფიკაციო ზონაში, ჩრდილოეთ ამერიკის საჰაერო თავდაცვის სარდლობის F-22 Raptor-მა რუსულ ტუ-95 ბომბდამშენს გზა გადაუჭრა. ფოტო არქივიდან, 2020 წლის 16 ივნისი.
ალასკას თავდაცვის საიდენტიფიკაციო ზონაში, ჩრდილოეთ ამერიკის საჰაერო თავდაცვის სარდლობის F-22 Raptor-მა რუსულ ტუ-95 ბომბდამშენს გზა გადაუჭრა. ფოტო არქივიდან, 2020 წლის 16 ივნისი.

ჩრდილოეთ ამერიკის საჰაერო თავდაცვის სარდლობამ, 14 აგვისტოს რუსული სამხედრო თვითმფრინავი ალასკას საჰაერო თავდაცვის საიდენტიფიკაციო ზონაში დააფიქსირა.

"რუსული თვითმფრინავი დარჩა საერთაშორისო საჰაერო სივრცეში და არ შესულა ამერიკის, ან კანადის სუვერენულ საჰაერო სივრცეში. რუსეთის ეს აქტივობა რეგულარულად ხდება ალასკას საჰაერო თავდაცვის საიდენტიფიკაციო ზონაში და არ განიხილება, როგორც საფრთხე",- ნათქვამია განცხადებაში, რომელიც ჩრდილოეთ ამერიკის საჰაერო თავდაცვის სარდლობამ თავის ვებ გვერდზე გამოაქვეყნა.

საჰაერო თავდაცვის სარდლობაში აცხადებენ, რომ თვითმფრინავების თვალყურის დევნისა და შესაბამისი ქმედებების ინფორმირებისთვის, ისინი თანამგზავრების, სახმელეთო და საჰაერო სადესანტო რადარებისა და გამანადგურებელი თვითმფრინავების თავდაცვის ქსელს იყენებენ.

საჰაერო თავდაცვის უწყებაში ამბობენ, რომ ისინი მზად არიან რამდენიმე საპასუხო ალტერნატივისთვის, ჩრდილოეთ ამერიკის დასაცავად იმ შემთხვევაში, თუ რაიმე მტრულ მანევრს ექნება ადგილი.

რუსული სამხედრო თვითმფრინავის ამ ზონაში გამოჩენა პირველი შემთხვევა არაა. ბოლოს ამის შესახებ, იმავე უწყებამ, ინფორმაცია 2023 წლის მაისში გაავრცელა.

"ჩრდილოეთ ამერიკის საჰაერო თავდაცვის სარდლობის ალასკის რეგიონმა აღმოაჩინა, თვალყური ადევნა, ამოიცნო და ამასთან გზა გადაუჭრა, ექვს რუსულ თვითმფრინავს, რომელიც ალასკას საჰაერო თავდაცვის საიდენტიფიკაციო ზონაში და მის მახლობლად, 2023 წლის 11 მაისს მოქმედებდა",- ვკითხულობთ განცხადებაში, რომელიც 2023 წლის 15 მაისს გამოაქვეყნეს.

ბოლო შემთხვევის მსგავსად, მაისშიც, რუსული სამხედრო ხომალდები ამერიკის, ან კანადის სუვერენულ სივრცეში არ შესულან.

XS
SM
MD
LG