რუსეთი ახალი ბირთვული წყალქვეშა ნავების გამოშვებას აანონსებს, რომელიც ჰიპერბგერითი რაკეტებით იქნება აღჭურვილი. რუსული სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „რია“, ამ თემაზე, რუსეთის უმსხვილესი გემთმშენებელი კომპანიის ხელმძღვანელთან ჩწერილ ვრცელ ინტერვიუს აქვეყნებს. ინტერვიუში, ალექსეი რახმანოვი განმარტავს, რომ წყალქვეშა ნავების მშენებლობის პროცესი აქტიურ ფაზაშია.
„იესენ-ემის პროექტი სხვადასხვა ტიპის დანიშნულების ბირთვულ წყალქვეშა ნავებს მოიცავს, რომლებიც "ცირკონის" სარაკეტო სისტემებით აღიჭურვება“, - ამბობს რახმანოვი.
2023 წლის დასაწყისში, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა თქვა, რომ ბირთვული ძალების გასაძლიერებლად, რუსეთი "ცირკონის" რაკეტების წარმოების ზრდას გეგმავდა.
კრემლის მიზანია, ახალი რუსული წყალქვეშა ნავებით, საბჭოთა კავშირის დროინდელი გემები ჩაანაცვლოს. ეს რუსული ფლოტის მოდერნიზაციის პროგრამის ნაწილია, ამბობს რახმანოვი.
Facebook Forum