100 წლის თავზე რაც, კონსტიტუციის მე-19 შესწორება შევიდა ძალაში, „პიუს კვლევების ცენტრის“ ინფორმაციით, ამერიკელთა ნახევარი ამბობს, რომ ქალებისთვის ხმის მიცემა, ყველაზე მნიშვნელოვანი წყალგამყოფი მომენტი იყო ქვეყანაში ქალთა უფლებების და მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის. მე-19 შესწორება კრძალავს სქესზე დაყრდნობით ხმის მიცემის უფლების დისკრიმინაციას.
ამერიკელთა უმეტესობა ამბობს, რომ ქვეყანამ ჯერ ისევ ბევრი უნდა გააკეთოს ქალებისთვის თანაბარი უფლებების მისანიჭებლად. მათი უმეტესობა 77 პროცენტი თვლის, რომ ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა სექსუალური შევიწროებაა. ნაკლები, თუმცა ნახევარზე მეტი, კი ამბობს რომ ქალებს არ აქვთ იგივე უფლებები, რაც კაცებს და რომ საკმარისი რაოდენობის ქალები არ არიან ძალაუფლების სადავეებთან (64%). ამ მოსაზრებებს უფრო მეტი ქალი იზიარებს, ვიდრე კაცი.
ასევე ნახეთ: პანდემია, ოჯახში ძალადობა და უიმედოდ დარჩენილი ქალებიშეხედულება გენდერულ თანასწორობაზე პარტიულ კუთვნილებასაც უკავშირდება. დემოკრატთა 2/3 ამბობს, რომ თანასწორობის მისაღწევად უფრო მეტის გაკეთებაა საჭირო, 19 პროცენტი ფიქრობს, რომ პროგრესი მიღწეულია და 4 პროცენტი კი ამბობს, რომ ქვეყანა ძალზედ შორს წავიდა ამ კუთხით. რაც შეეხება რესპუბლიკელებს, მესამედი თვლის, რომ საჭიროა უფრო მეტის გაკეთება, 48 პროცენტს მიაჩნია რომ ქვეყანამ საკმარისი გააკეთა და 17 პროცენტი ამბობს, რომ ქვეყანა ძალიან შორს წავიდა ქალების თანასწორობის კუთხით.
ამერიკელთა უმეტესობა თანხმდება, რომ ქალებს უნდა ქონდეთ კაცებთან თანასწორი უფლებები. 9 ამერიკელი ყოველი ათიდან ამბობს, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია (79%) ან ნაწილობრივ მნიშვნელოვანია (18%). მხოლოდ 3 პროცენტი თვლის, რომ გენდერული თანასწორობა არც თუ ისე, ან საერთოდ არაა მნიშვნელოვანი.
ასევე ნახეთ: საქართველოში ქალები უფრო დიდხანს ცხოვრობენ, ვიდრე მამაკაცები, მოსახლეობის 52 პროცენტი კი ქალიაზოგადად, ამერიკელები უფრო უკმაყოფილონი არიან ქალთა უფლებების მდგომარეობით 2020 წელს, ვიდრე ეს 2017 წელს იყო. 2017 წელს დაახლოებით ნახევარი ამბობდა, რომ საკმარისი არ კეთდებოდა თანასწორობის მისაღწევად, დღეს კი ამ შეხედულებას 57 პროცენტი იზიარებს.