18-24 მარტს ჩატარებული კვლევის მიხედვით, შეერთებულ შტატებში სოციალური დისტანცირების ზომებს ქალები და მამაკაცები განსხვავებულად უდგებიან. „როიტერის/იპსოსის“ კვლევის მიხედვით, კაცები კორონავირუს უფრო ნაკლებად სერიოზულად აღიქვამენ, ვიდრე ქალები. ქალები უფრო მეტად იცავენ თავს, ჰიგიენას და თავს არიდებენ ფიზიკურ კონტაქტს.
მამაკაცები ასევე უფრო ნაკლებად ფიქრობენ, რომ ვირუსი მათ ავნებთ, ვიდრე ქალები. ვირუსი კაცების 45 პროცენტს აღელვებს, ქალების 54 პროცენტთან შედარებით.
ქალების 73 პროცენტი ამბობს, რომ ისინი ხელებს რეგულარულად იბანენ და დეზინფექციის საშულებებს იყენებენ. ეს მაჩვენებელი კაცებისთვის 60 პროცენტია. ქალების 72 პროცენტი საზოგადოებრივ თავშეყრას თავიდან ირიდებს, რაც 14 პროცენტული პუტქით უფრო მაღალია, ვიდრე მამაკაცების შემთხვევაში. ამასთან, ქალების 65 პროცენტი ამბობს, რომ თავიდან ირიდებს სხვა ადამიანებთან ფიზიკურ კონტაქტს, რასაც მამაკაცების მხოლოდ 56 პროცენტი აკეთებს.
კვლევის მიხედვით, კითხვაზე, თუ რა უნდა გააკეთოს ამერიკის მთავრობამ ამ კრიზისის დროს, ქალები უფრო მეტად ემხრობიან მკაცრ შეზღუდვებს, ვიდრე კაცები.
ჩატარებულ გამოკითხვაში მონაწილეობა 4500 ამერიკელმა მიიღო.
Facebook Forum