ობამას ევროპულ ტურნეში უკრაინა დომინირებს

ყირიმის მისასვლელი

აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში სიუზან რაისმა ამ დღეებში განაცხადა: [პრეზიდენტის] შეხვედრები ევროპაში უკრაინის ინტერვენციის ფონზე ჩატარდება. მთელი მსოფლიო ხედავს, რომ რუსეთი მზარდი იზოლაციის ქვეშ ექცევა."

უკრაინა კი დამატებითი შეტევებისთვის ემზადება. ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრი დეშჩენიტსია აცხადებს, რომ უკრაინა საპასუხოდ მზად არის, და რომ "მთავრობა ყველა მშვიდობიან და დიპლომატიურ ზომებს მიმართავს რუსეთის შესაჩერებლად. თუმცა როცა რუსეთი, უკრაინას აღმოსავლეთიდან შეუტევს, კიევისთვის რთული იქნება აღმოსავლეთში მცხოვრებ მოსახლეობას სთხოვოს სამხედრო შეტევაზე რეაქცია არ გააკეთოს"-თქვა მან.

გასულ კვირას, რუსეთის წინააღმდეგ აშშ-მ სანქციები გაამკაცრა. მოსკოვმა, ამის საპასუხოდ მაღალი რანგის ამერიკელ ოფიციალურ პირებს და კანონმდებლებს რუსეთში შესვლა აუკრძალა. ამერიკელებს შორის არის სენატორი ჯონ მაკეინი, რომელიც კიევისთვის ამერიკის დახმარების გაძლიერებას ითხოვს.

მაკეინი: "ვერაფერ პრობლემურს ვერ ვხედავ, თუ კიევს ლეტალური და არა-ლეტალური იარაღით დავეხმარებით. ამ ქვეყანაში ცოტა ხნის წინ შეიჭრნენ და [ის] დაანაწევრეს.."

უკრაინის თემაზე გაკეთდება აქცენტი კაპიტოლიუმშიც, როცა კონგრესმენები ორშაბათს, შვებულებიდან დაბრუნდებიან.