ვაშინგტონი —
ჟურნალ „ფორინ პოლისი მეგეზინ“-ში გამოქვეყნდა ნიუ იორკის უნივერსიტეტის გლობალური ურთიერთობების პროფესორის, მარკ გალეოტის კომენტარი სათაურით: „მოჭადრაკიდან ბარის მოჩხუბრამდე“.
ავტორის აზრით ის, რაც ყირიმში ხდება და შესაძლოა აღმოსავლეთ უკრაინაშიც მოხდეს არა მხოლოდ რუსულ ჰეგემონიურ ამბიციებს ამტკიცებს, არამედ რუსეთის პოლიტიკის არსში სერიოზულ ცვლილებებსაც გამოხატავს.
რუსეთი დღემდე მუშტებმოღერებული და ხშირად კონფლიქტური გეოპოლიტიკური მოთამაშის როლში იყო, თუმცა საქართველოში შეჭრის დროსაც კი ხვდებოდა, სადამდე შეიძლებოდა წასულიყო, სადამდე ეთამაშა წესების ფარგლებში და თამაშის წესები როდის დაერღვია.
ავტორს მიაჩნია, რომ დღევანდელი პუტინი, პირველ საპრეზიდენტო ვადებთან შედარებით, საკუთარი თავის კარიკატურად იქცა. „პოლიტიკური სიკვდილის მოახლოების სიცივეს გრძნობს“ და არა თუ არ სურს, არც შეუძლია ბრძოლის შეწყვეტა. ის განსხვავებულ მოსაზრებებს ნაკლებად ისმენს და საკუთარი მრჩევლების წრეც შეგნებულად შეავიწროვა. მისთვის ხანმოკლე, მოჩვენებითი გამარჯვებები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე შორსმიმავალი შედეგები.
ავტორის აზრით, „ეს წარმავალი ფაზა არ არის და პუტინის, როგორც მოჭადრაკის შესახებ, ძველ კლიშეს თუ გვერდზე გადავდებთ, ახლა პუტინთან, როგორც ბარის მოჩხუბართან, საქმის ქონას უნდა შევეგუოთ“.
„ვაშინგტონ პოსტმა“ სარედაქციო წერილი გამოაქვეყნა სათაურით: „დასავლეთის სანქციები ბატონი პუტინისთვის მხოლოდ თითის მსუბუქი დაქნევაა“.
წერილში ნათქვამია, რომ ბატონი ობამას მიერ ხელმოწერილი საპრეზიდენტო ბრძანების შედარებით კარგი მხარე ის არის, რომ ეს ბრძანება მის ადმინისტრაციას მოქმედების უფრო ფართო ასპარეზს უხსნის. სანქციების სამიზნე რუსული იარაღის კომპანიები და ის „კერძო და იურიდიული პირები“ არიან, რომლებიც „მატერიალურ ან სხვა მხარდაჭერას უწევენ რუსეთის მთავრობის ნებისმიერ მაღალი თანამდებობის პირს“.
ეს უფლებამოსილება შეიძლება გამოყენებულ იქნას მათ წინააღმდეგ, ვინც ორშაბათს გამოქვეყნებულ სიაში არ მოხვდა. პუტინის თავდაცვის და დაზვერვის ხელმძღვანელები, გაზის, ნავთობის და რკინიგზის სახელმწიფო კომპანიების მესვეურები, სავარაუდოდ სანქციების ამ სიაში აღმოჩნდებიან.
ამავე ბრძანების საფუძველზე, ოფიციალურ პირებს უფლება აქვთ დასაჯონ ნებისმიერი ბანკი ან სხვა კომპანია, რომელიც ყირიმში ინვესტიციას განახორციელებს, ან უკრაინის სუვერენიტეტს ძირს გამოუთხრის.
„ვაშინგტონ პოსტი“ ამბობს, რომ პრეზიდენტი ობამა უფრო მკაცრი ზომების მიღებისგან თავს იკავებდა, რათა პრეზიდენტ პუტინისთვის, სახის შენარჩუნებასთან ერთად ვითარების განმუხტვის საშუალება მიეცა. ასეთი მიდგომა თავისთავად ურიგო არ არის, მაგრამ როცა პუტინს უკრაინის გასრესვა მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, ასეთი მიდგომა წარმატებული ვერ იქნება.
„ვაშინგტონ პოსტის“ აზრით, ჯერ კიდევ გვიან არ არის პუტინს კურსის შეცვლა აიძულონ, მაგრამ დასავლეთი რეაქციის მოსახდენად აგრესიის შემდეგ აქტს არ უნდა ელოდოს. დასავლეთმა ისეთი წინმსწრები ზომებით უნდა იმოქმედოს, რაც ნამდვილ ტკივილს მიაყენებს.
პრეზიდენტმა ობამამ ორშაბათს განაცხადა, რომ „საპასუხო ქმედების კალიბრაციას იმის მიხედვით მოახდენს, რუსეთი ვითარების ესკალაციას აირჩევს თუ დეესკალაციას“. რადგან დეესკალაცია, გაზეთის აზრით, ამჟამად მხოლოდ სასურველის ნამდვილად წარმოდგენა შეიძლება იყოს, პრეზიდენტის „კალიბრაციის“ ადექვატურობას მაშინ დავინახავთ, თუ ეს „კალიბრაცია“ რუსეთის ბაზრების გამოცოცხლებას კი არა, მათ ჩაძირვას გამოიწვევს.
„ნიუ იორკ დეილი ნიუს“-მა გამოაქვეყნა სარედაქციო წერილი სათაურით: „პუტინისთვის მიცემული ხმა.“
გაზეთის აზრით, შეერთებული შტატების პრეზიდენტს ყირიმთან მიმართებით, საუკეთესო გარემოებებშიც კი, ქმედების შეზღუდული არჩევანი აქვს. თუმცა გაბედულად საუბრის მისმა ჩვევამ და შემდეგ ჯონ კერის გაგზავნამ, ეს გარემოებები გააუარესა იმის ჩვენებით, რომ მისი უგულებელყოფის არავის არ უნდა ეშინოდეს.
წერილში ნათქვამია, რომ პრეზიდენტს მოქმედების არჩევანი აქვს, მაგრამ მისი უუნარობის გამო, პუტინის მსგავსი ურყევი აგრესორების ფონზე, ამერიკის პრესტიჟის აღდგენის საფასურმა აიწია.
გაზეთი აღნიშნავს, რომ პრეზიდენტს შეუძლია რუსეთს დასავლეთიდან დაფინანსება შეუწყვიტოს, აღმოსავლეთ ევროპელ მოკავშირეებს რაკეტსაწინააღმდეგო დაცვა განუახლოს და ნათლად აჩვენოს, რომ რუსეთის სახმელეთო ჯარების შეჭრა, შეერთებული შტატების მხრიდან უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიცემას გამოიწვევს.
გაზეთის აზრით, „სიმართლე ისაა, რომ პრეზიდენტ ობამას სისუსტე და გადაწყვეტილების მიღების უნარის არქონა, აგრესორების წამაქეზებელია. მკაცრი ზომების დანიშნულება პუტინის წინააღმდეგ ომის დაწყება არ არის, მკაცრი ზომების დანიშნულებაა რუსი ლიდერის აგრესია მანამდე მოითოკოს, სანამ ომი გარდაუვალი გახდება“.
ბელორუსში გამომავალი გაზეთის, „ქარტია 97“-ის მთავარი რედაქტორი, ნატალია რაძინა თავის კომენტარში სათაურით, „ლუკაშენკო უკრაინისთვის ჩრდილოეთიდან მომდინარე საფრთხეა“
აღნიშნავს, რომ უკრაინის ახალი ხელისუფლების მიერ საკუთარ წარმომადგენლად კუჩმას შერჩევა ამორალურია. მისი აზრით, კუჩმა შესაძლოა უკრაინელი ოლიგარქების ინტერესების წარმომადგენელი იყოს, რომელთაც ლუკაშენკოსთან საკუთარი ბიზნესების დაკარგვის ეშინიათ. რედაქტორი უკრაინელებს ურჩევს, რომ ისტორიული მეხსიერება არ დაკარგონ და ახალ დემოკრატიულ ხელისუფლებას კუჩმასგან დისტანცირებისკენ მოუწოდებს.
რედაქტორი უკრაინელებს მეზობელ ქვეყანასთან ყოველგვარი კავშირის გაწყვეტას არ სთავაზობს, მაგრამ ბელორუსი დიქტატორის საკუთარ გადამრჩენად წარმოდგენას არ ურჩევს, რადგან ეს მათი ქვეყნის უსაფრთხოებას საშიშროებას შეუქმნის.
რედაქტორი ამბობს, რომ ადამიანს ისეთი გრძნობა ეუფლება, თითქოს პოლიტიკოსები მუდამ ერთნაირ უკურეაქციას იწვევენ. უკრაინელები დღეს იხსენებენ 1938 წელს, ჰიტლერს და სუდეტის ოლქს. ბელორუსებს იუშჩენკოს და ლუკაშენკოს მეგობრობა ახსენდებათ, რამაც ბელარუსის რეჟიმი გადაარჩინა და იანუკოვიჩს ხელისუფლებაში მისვლაში დაეხმარა.
ნატალია რაძინა იმედოვნებს, რომ მაიდანის ლიდერებს მორალური სიმტკიცე და სტრატეგიული აზროვნება გააჩნიათ და დარწმუნდებიან, რომ უკრაინისთვისაც და ევროკავშირისთვისაც, მხოლოდ ბელორუსის ეროვნულ დემოკრატიული ძალები შეიძლება იყოს საიმედო პარტნიორი.
ის უკრაინელებს მოუწოდებს: „იყავით თანმიმდევრულნი და გახსოვდეთ, რომ ლუკაშენკო ნამდვილად გიღალატებთ. ნუ ენდობით სისხლიან დიქტატორს.“