აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტის უცხოური რესურსების კონტროლის ოფისმა, ბელარუსში 8 ოფიციალურ პირს სანქციები დაუწესა, 9 აგვისტოს გაყალბებულ არჩევნებსა და დემონსტრანტების წინააღმდეგ მომხდარ ძალადობაში შესრულებული როლისთვის. ეს გადაწყვეტილება, ისევე როგორც წარსულში 16 ბელარუსი ოფიციალური პირისთვის სანქციების დადება, #13405 აღმასრულებელი ბრძანების შესაბამისად მოხდა.
ბელარუსში, 16 ოფიციალურ პირს, დემოკრატიული პროცესების ხელის შეშლის გამო, სანქციები 2006 და 2010 წლების არჩევნების შემდეგ დაუწესდათ.
ასევე ნახეთ: ბრიტანეთმა და კანადამ ბელარუსის მაღალჩინოსნებს სანქციები დაუწესეს"ბელარუსი ხალხის დემოკრატიულ მისწრაფებებს საკუთარი ლიდერების ასარჩევად და მათი რეალიზაციისთვის მშვიდობიანი გამოხატვის უფლებას, ბელარუსი ლიდერები ძალადობით შეხვდნენ" - თქვა ხაზინის მდივანმა სტივენ მნუჩინმა. მან დასძინა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები, მის უცხოელ პარტნიორებთან ერთად, ერთსულოვანია ამ მისიაში და საზღაურს უწესებს ბელარუს ლიდერებს.
ასევე ნახეთ: ბელარუსი ევროკავშირს სანქციებს უწესებს, ანგელა მერკელი კი ციხანუსკაიას ხვდება