ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბელარუსი ევროკავშირს სანქციებს უწესებს, ანგელა მერკელი კი ციხანუსკაიას ხვდება


ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ქვეყანამ შეადგინა სია იმ ადამიანებისა, ვისაც ბელარუსში შესვლა აეკრძალება. ბელარუსმა ეს გადაწყვეტილება ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების საპასუხოდ მიიღო. სამინისტროს განცხადებით, სია მალე გახდება საჯარო.

ევროკავშირის ლიდერებმა პარასკევს, რამდენიმესაათიანი სამიტის შემდეგ, დაუწესეს ბელარუსს სანქციები.

პარალელურად, გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელი, ბელარუსის ოპოზიციის ლიდერს, სვიატლანა ციხანუსკაიას ბერლინში, სამშაბათს შეხვდება. ინფორმაციას გერმანიის მთავრობის პრეს-სპიკერი ავრცელებს.

ციხანუსკაია უკვე შეხვდა საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს. შეხვედრა სამშაბათს, ვილნიუსში გაიმართა და მხარეებმა ბელარუსში მიმდინარე პროცესები განიხილეს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG