აშშ ჰამიდ კარზაიზე ზეწოლას განაგრძობს

ავღანეთის ლიდერი ამერიკასთან ორმხრივი უსაფრთხოების ხელშეკრულების გაფორმებას საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებამდე არ აპირებს

Your browser doesn’t support HTML5

ორმხრივი უსაფრთხოების ხელშეკრულება


შეერთებული შტატები ავღანეთის ლიდერ ჰამიდ კარზაიზე ზეწოლას აძლიერებს რომ ხელი მოაწეროს უსაფრთხოების შესახებ ორმხრივ შეთანხმებას, რომლის საფუძველზე ავღანეთში 8000 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე რეგიონში კიდევ ერთი წლით უნდა დარჩეს.

ერაყელი მებრძოლები სხვადასხვა ქალაქებს იპყრობენ. ამერიკელებს არ სურთ, რომ მსგავსი სიტუაცია ავღანეთშიც განმეორდეს.

საერთაშორისო კოალიციური ძალები, რომლებიც ავღანეთის სამხედრო დანაყოფებს ექსტრემისტებთან ბრძოლებში ეხმარებოდნენ, რეგიონიდან წლის ბოლომდე, 11 თვეში უნდა გავიდნენ.

ამ კვირაში, თეთრი სახლის პრეს სპიკერმა ჯეი კარნიმ პრეზიდენტ ჰამიდ კარზაის მიმართ მოწოდება გაიმეორა, ხელი მოაწეროს ორმხრივი უსაფრთხოების ხელშეკრულებას, რომლის მიხედვით ამერიკელ სამხედროებს რეგიონში დარჩენის უფლება მიეცემათ.

მისი განცხადებით, თეთრი სახლის პოზიცია უცვლელია: თუკი ისინი ოპერატიულად ვერ შეძლებენ ამ ხელშეკრულების გაფორმებას, მაშინ იძულებულნი იქნებიან მოემზადონ 2014 წლის შემდგომი პერიოდისთვის, რაც ნატოს ძალების და ამერიკული სამხედრო დანაყოფების მიერ ავღანეთის რეგიონის საერთოდ დატოვებას ითვალისწინებს.

ამერიკული მხარე მოითხოვს რომ ამ საკითხზე გადაწყვტილება ავღანეთმა რამდენიმე კვირაში მიიღოს და პროცესი კიდევ რამდენიმე თვით არ გაჭიანურდეს. თუმცა ავღანეთის ლიდერი გადაწყვეტილების მიღებას აპრილში დანიშნული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებამდე არ ჩქარობს.

ამერიკელი მაღალჩინოსნები აცხადებენ, რომ რაც უფრო დიდ ხანს გაიწელება შეთანხმების გაფორმების პროცესი, მით უფრო გართულდება ნატოს

მოკავშირეების მხრიდან ავღანეთისთვის დახმარების გაწევა. ნატოს თავდაცვის მინისტრების შეხვედრა მომავალ თვეს არის დაგეგმილი, რომელზეც მათ სურთ 2014 წლის შემდეგ რეგიონში მოქმედების გეგმა დასახონ.

ამერიკის თავდაცვის მდივან ჩაკ ჰეიგელი აცხადებს, რომ ეს არ არის მარტივი პროცესი, არამედ ძალიან რთული მდგომარეობაა. აქ დგას ამერიკელი სამხედროების მოქმედების საკითხი, 2014 წლის შემდგომი მისიისთვის მომზადება და დაგეგმარება, რაშიც გათვალისწინებულია დახმარების, კონსულტაციის გაწევის თემა, ანტიტერორისტული და საბიუჯეტო საკითხების მომზადება კონგრესში - რაც ძალიან რთული პროცესია.

ამერიკის სამხედრო დანაყოფებს ავღანეთში ტონობით სამხედრო ტექნიკა და ათასობით სამხედრო პერსონალი ჰყავს ამჟამად გადასროლილი, რომელთა გამოყვანა ძალიან მოკლე დროში უნდა განხორციელდეს, თუმცა ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ამასთან დაკავშირებით საბოლოო ვადების დაგეგმვა პროცესის გათვალისწინებით ვერ ხერხდება.

ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ჰამიდ კარზაის არ სჯერა რომ ამერიკა თავის ჯარს გაიყვანს და სახიფათო თამაშს თამაშობს, რომლის შედეგი ის იქნება, რომ ავღანელი ჯარისკაცები მარტო დარჩებიან, ამერიკელი სამხედროების დახმარების გარეშე.

გართულებული მოლაპარაკებები პრეზიდენტების ობამას და კარზაის პიროვნულ დამოკიდებულებასაც ართულებს. თავდაცვის ყოფილი მდივანი რობერტ გეიტსი თავის ახალ წიგნში წერს, რომ ობამას მისი სიტყვებით კარზაის „ატანა არ აქვს“.
ბრუკინგის ინსტიტუტის წარმომადგენელი მაიკლ ო ჰანლონი ავღანეთის საკითხზე კომენტარს აკეთებს.

მისი თქმით, თუ გადაწვეტილების მიღებას რამდენიმე თვე უნდა დაელოდონ, მაშინ სხვა გზა არ არის და უნდა დაელოდონ. თუმცა ეს სიტუაციას კიდევ უფრო ართულებს და შეიძლება ობამას ადმინისტრაცია ისე დაიღალოს კარზაით, რომ ჯარების გამოყვანის თაობაზე კონკრეტული ვადები დააწესოს. ეს ძალიან სახიფათო იქნება.

ამის საშიშროება მოსალოდნელია რომ გაიზარდოს. საუბრობს რენდელის კორპორაციის წარმომადგენელი ჯეისონ კემბელი.

მისი თქმით, გასული კვირების განმავლობაში ჰამიდ კარზაის არანაირი მონდომება არ გამოუთქვამს ორმხრივი უსაფრთხოების ხელშეკრულების ხელმოწერის თაობაზე, რაც იმას აფიქრებინებს, რომ ამერიკელები უკვე დაიწყებენ მომზადებას და მოქმედებას რომ შემდგომი ნაბიჯები გადადგან.

ამ დროისთვის ამერიკელ სამხედროებს თავიანთი მისიის განხორციელება გაურკვეველ ვითარებაში უწევთ. მათ ისევ არ იციან, უნდა დარჩნენ თუ დატოვონ ავღანეთის ტერიტორია.