ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთში „აისაფის“ 3 ჯარისკაცი მოკლეს


აფეთქებას წინ უსწრებდა პრეზიდენტ კარზაის მიერ ამერიკული არმიის ნაწილების 2014 წლის შემდეგ დარჩენის შესაძლებლობის განხილვა

შეერთებული შტატების სარდლობით ავღანეთში მოქმედი კოალიციური ძალების წარმომადგენლების განცხადებით, თვითმკვლელი ტერორისტის მიერ მანქანაში დამონტაჟებული ბომბის აფეთქებას „აისაფის“ 3 ჯარისკაცი ემსხვერპლა.

განცხადებაში გარდაცვლილთა ეროვნება არ არის აღნიშნული. აფეთქება სამხედრო მანქანებით პატრულირებისას მოხდა, დაშავებულია 6 სამოქალაქო პირი. აფეთქებაზე პასუხისმგებლობა თალიბანმა აიღო, რასაც წინ უსწრებდა პრეზიდენტ ჰამიდ კარზაის მიერ ამერიკული არმიის ნაწილების 2014 წლის შემდეგ დარჩენის შესაძლებლობის განხილვა. კარზაის განცხადებით, ავღანეთი შეთანხმებაზე ხელის მოწერას მომავალ აპრილს დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებამდე არ აპირებს და ასევე მანამდე, სანამ შეერთებული შტატები რამდენიმე პირობას არ დათანხმდება.
XS
SM
MD
LG