24 ივნისს, შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა რუსეთში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, განცხადება გააკეთა. მასში ნათქვამია:
"რუსეთში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ესაუბრა კანადის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, იაპონიის, გაერთიანებული სამეფოს საგარეო უწყებათა ლიდერებს და ევროპის კავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო პოლიტიკის მიმართულებით...
შეერთებული შტატები მოკავშირეებთან და პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციით აგრძელებს მოვლენების განვითარებაზე დაკვირვებას".
ერთი დღით ადრე, 23 ივნისს ანალოგიური განცხადება გაავრცელა აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭომ.
"სიტუაციას თვალს ვადევნებთ და გავმართავთ კონსულტაციებს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან, ამ მოვლენების განვითარებასთან დაკავშირებით" - განაცხადა აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს პრესსპიკერმა, ადამ ჰოჯმა.
ასევე ნახეთ: რუსეთის მოვლენებზე უცხოეთის ქვეყნების რეაქცია