აშშ-ის მთავრობა, ბოლო ათწლეულში მეოთხედ დახურვის რისკის წინაშე დგას.
ოქტომბერში მთავრობის დახურვის საფრთხის ფონზე, შეერთებული შტატების სენატის წამყვანი დემოკრატები შეეცდებიან, მთავრობის დაფინანსების საკითხზე მოლაპარაკებებში, წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელებზე უპირატესობა მოიპოვონ. წარმომადგენელთა პალატა ზაფხულის არდადეგების შემდეგ მუშაობას სამშაბათს, დღეს განაახლებს.
დემოკრატების კონტროლირებულ პალატაში, სენატორების ორპარტიული ჯგუფი ერთობლივად მუშაობდა პრეზიდენტ ჯო ბაიდენის თხოვნაზე, დაფინანსების წყვეტის თავიდან ასაცილებლად, ხარჯვითი ნაწილის დროებითი კანონპროექტი შეემუშავებინათ. დროებითი კანონი ფედერალური სააგენტოების დასაფინანსებლადაა საჭირო, სანამ შედგება შეთანხმება მთელი ფინანსურის წლის ბიუჯეტზე, რომელიც 1 ოქტომბერს იწყება.
ასევე ნახეთ: წარმომადგენელთა პალატის კონსერვატორთა უთანხმოება სპიკერ მაკკართისთანსენატის საბიუჯეტო კომიტეტის დემოკრატებმა და რესპუბლიკელებმა მხარი დაუჭირეს 12 ცალკეულ ხარჯვით კანონპროექტს, რომელიც 2024 საფინანსო წელს მთავრობის ოპერაციების მეტ წილს დააფინანსებს. წარმომადგენელთა პალატის საბიუჯეტო კომიტეტმა კი, კანონპროექტები მხოლოდ რესპუბლიკელთა მხარდაჭერით შეიმუშავა.
ამ დროისთვის, სენატი ემხრობა 1.59 ტრილიონი დოლარის მოცულობის გასათვალისწინებელ (დისკრეციულ) სახარჯო ბიუჯეტს, რომელზეც პრეზიდენტი ბაიდენი და წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელი ლიდერი, კევინ მაკარტი ამ გაზაფხულზე შეთანხმდნენ. თუმცა, წარმომადგენელთა პალატაში ზოგიერთი მკაცრი კურსის მომხრე კონსერვატორი მოითხოვს, ხარჯების შეკვეცას იმ დონეზე ქვემოთ, რომელზეც მათი ლიდერები შეთანხმდნენ.
გასულ კვირაში, თეთრმა სახლმა კონგრესს მოუწოდა მიეღო ხანმოკლე „გარდამავალი რეზოლუცია“, რათა მთავრობის დაფინანსება 30 სექტემბრის შემდეგაც გაგრძელდეს და თავიდან აიცილონ ბოლო ათწლეულში მთავრობის მეოთხე დახურვა.