ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კონგრესი ცდილობს აღკვეთოს ამერიკის ფედერალური მთავრობის მუშაობის შეჩერება


დემოკრატების მიერ კონტროლირებული კონგრესი, ამერიკის ფედერალური მთავრობის ბიუჯეტს კენჭს, სავარაუდოდ, ოთხშაბათს უყრის, რითაც მთავრობის ნაწილობრივი შესაძლო გათიშვის თავიდან აცილება იქნება შესაძლებელი. ამის შესახებ ინფორმაციას კონგრესის თანამშრომლები ავრცელებენ.

მომლაპარაკებელ კონგრესმენთა ჯგუფი ახლა იმაზე მუშაობს, თუ რამდენი ხნით შეიძლება გაგრძელდეს მთავრობის დაფინანსება. ეს ვადები შეიძლება იანვრის შუა რიცხვებიდან თებერვლამდე იყოს. კონგრესს დროის მოგება სჭირდება იმისთვის, რომ კიდევ ერთი მომავალი კრიზისის გადასაჭრელად მოემზადოს. ეს ფედერალური მთავრობის მიერ 28,9 ტრილიონი დოლარის ოდენობის სესხზე შესაძლო დეფოლტია, რომელიც იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ფედერალურ მთავრობას ბიუჯეტი არ დაუმტკიცდა და არ ექნა.

წარმომადგენელთა პალატას და სენატს შეთანხმების მისაღწევად დრო პარასკევს, შუაღამემდე აქვთ. თუ ამ დროისთვის მთლიანმა კონგრესმა ბიუჯეტი არ დაამტკიცა, ფედერალური მთავრობის ისეთი სერვისები გაჩერდება, როგორიცაა საჰაერო მიმოსვლის კონტროლი, რაც აეროპორტების შეჩერებას გამოიწვევს. ასევე, სამხედრო მოსამსახურეებს ხელფასები არ გადაეხდებათ, შეწყდება ფედერალური მთავრობის მიერ დაფინანსებული სამედიცინო კვლევები და საახალწლო სეზონზე, დაიხურება ეროვნული პარკები.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG