უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ომის პირობებში, ვაშინგტონი კიევს დამატებით დახმარებას აღმოუჩნეს.
ამერიკის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, უკრაინა ამერიკისგან „სამოქალაქო უსაფრთხოებისთვის დამატებით 100 მილიონის ოდენობის დახმარებას მიიღებს“.
ასევე ნახეთ: „ნუ გეშინიათ“ - ჯო ბაიდენი ვარშავაში უკრაინის მხარდამჭერი სიტყვით გამოვიდათანხა რომელიც ვაშინგტონმა უკრაინას გამოუყო გამიზნულია „უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს გასაძლიერებლად; საზღვრის უსაფრთხოებისა და სამოქალაქო სამართალდამცავი ფუნქციების უკეთესად დაცვისთვის პუტინის წინასწარ განზრახული, არაპროვოცირებული და გაუმართლებელი თავდასხმის წინაშე“, - ნათქვამია ბლინკენის განცხადებაში.
დოკუმენტში ასევე წერია „გაზრდილი დახმარება გამოყენებული იქნება პირადი დაცვის, საველე, ტაქტიკური და სამედიცინო აღჭურვილობისთვის, ასევე ჯავშანტექნიკისა და საკომუნიკაციო აპარატურისთვის“.
ამერიკამ უკრაინას უკვე აღმოუჩინა რამდენიმე მილიარდი ამერიკული დოლარის ოდენობის დახმარება, როგორც ჰუმანიტარული საჭიროებებისთვის, ასევე თავდაცვითი საშუალებების უზრუნველსაყოფად.