კოლორადოს სკოლაში სროლას მსხვერპლი მოჰყვა

კოლორადოს შტატის ხელისუფლება აცხადებს, რომ სამშაბათს, პისტოლეტებით შეიარაღებულმა ორმა მოსწავლემ, ბიჭმა და გოგომ, სკოლაში ერთი თანაკლასელი მოკლა და რვა დაჭრა.

სროლა შტატის დედაქალაქ დენვერიდან სამხრეთით, ჰაილენდს რანჩის სკოლის ტერიტორიაზე, ორ სხვადასხვა ადგილზე მოხდა.

დაგლასის საგრაფოს შერიფმა ტონი სპარლოქმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ სროლის შესახებ შეტყობინებიდან რამდენიმე წუთში, სკოლაში შერიფის თანაშემწეები მივიდნენ და დაპირისპირების შემდეგ ორი ეჭვმიტანილი დააკავეს.

ერთი ეჭვმიტანილი 18 წლისაა, მეორე კი არასრულწლოვანია. შერიფმა თქვა, რომ ადრე არც ერთი მათგანი სამართალდამცავების ყურადღების ცენტრში არ ყოფილა.

სროლის შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ სკოლაში მისული მშობლები, შვილების ასაყვანად ახლომდებარე დასასვენებელ ცენტრში გადაიყვანეს, სადაც ისინი სკოლიდან ევაკუაციის შემდეგ ავტობუსით მიიყვანეს.

შტატის გუბერნატორმა ჯარედ პოლისმა თქვა, რომ „მთელი კოლორადოს გული მსხვერპლთან და მათი ოჯახებთანაა.“

თეთრმა სახლმა ადგილობრივი თემის და სამართალდამცავების მიმართ მხარდაჭერა გამოთქვა.