ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სანქციები დაუწესა უკრაინული წარმოშობის 7 პირს, მათ შორის მოქმედ პარლამენტარს, ამერიკის 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევის გამო. სანქციები კონკრეტული პირების გარდა, უკრაინაში რეგისტრირებულ რამდენიმე ორგანიზაციასაც შეეხება.
სანქციებს ამერიკის ხაზინის დეპარტამენტი აწესებს. ამიერად 7 უკრაინელ პოლიტიკოსს გაეყინება ყველა ანგარიში, რომელიც მათ ამერიკაში აქვთ. ასევე, ამერიკულ კომპანიებს თუ პირებს ეკრძალებათ ამ ადამიანებთან ერთად, ნებისმიერი ბიზნეს საქმიანობის წამოწყება.
ასევე ნახეთ: სახელმწიფო დეპარტამენტის საიტი შეფერხებით მუშაობს„დღეს, ამერიკის შეერთებული შტატები სანქციებს უწესებს 7 პირს და 4 ორგანიზაციას, რომლებიც რუსეთთან დაკავშირებული საგარეო გავლენის კავშირის წევრები არიან,“ - ვკითხულობთ განცხადებაში.
ხაზინის დეპარტამენტის განცადების მიხედვით, სანქცირებულ პირებს კავშირი აქვთ რუსეთის სადაზვერვო სამსახურებთან და დეზინფორმაციას ავრცელებდნენ ამერიკის მთავრობასა და არჩევნებთან დაკავშირებით.
”შეერთებული შტატები გააგრძელებს აგრესიულად დაიცვას ჩვენი საარჩევნო სისტემებისა და პროცესების მთლიანობა,” -თქვა სტივენ მნუჩინმა, ამერიკის სახაზინო მდივანმა.
ასევე ნახეთ: ტრამპის ანგარიშის შეჩერების შემდეგ, "ტვიტერის" აქციები 7%-ით დაეცასანქციები ამ შვიდ პირსა და ორგანიზაციებს, პრო-რუს უკრაინელ პარლამენტარ ანდრიი დერკაჩთან ასოცირების გამო დაუწესეს. დერჩაკის წინააღმდეგ სანქციები ამერიკამ სექტემბერში მიიღო. ხაზინის დეპარტამენტი ამტკიცებს, რომ მოქმედი პარლამენტარი დიდი ხნის გამავლობაში რუსეთის აგენტი იყო, დღემდე ინარჩუნებს ახლო კონტაქტს რუსეთის სადაზვერვო სამსახურებთან და ის იყო ერთ-ერთი, ვინც ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებზე გავლენის მოხდენას ცდილობდა.
"უკრაინის მთავრობის ყოფილი ოფიციალური პირები, კონსტანტინ კილუკი, ალექსანდრ ონიშჩენკო, ანდრეი ტელიჟენკო და უკრაინის პარლამენტის ახლანდელი წევრი, ალექსანდრ დუბინსკი, თავად ჩნდებოდნენ, ან საკუთარი თავის ასოცირებას ახდენდნენ დერკაჩთან იმით, რომ კოორდინირებულად ავრცელებდნენ გაყალბებულ და დაუსაბუთებელ ინფორმაციას, მათ შორის, ამერიკელ პოლიტიკურ კანდიდატზე," -წერია განცხადებაში.
დერკაჩი პრეზიდენტ ტრამპის ადვოკატის, რუდი ჯულიანის ყოფილი მოკავშირეა. ამერიკის მხარე მას არჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის წინააღმდეგ მცდარი ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს.
ასევე ნახეთ: უილიამ ბარნსი, ბაიდენის თქმით, ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოს უხელმძვანელებსდერჩაკი ერთ-ერთი მთავარი პირი იყო, რომელიც ხელს უწყობდა ბრალდების გავრცელებას, რომ ჰანთერ ბაიდენმა მისი მამის, ჯო ბაიდენის გავლენა გამოიყენა, როცა ის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე იმყოფებოდა, რომ უკრაინულ ენერგო-კომპანიას "ბურისმას" დახმარებოდა. ჰანთერ ბაიდენი "ბურისმას" მმართველი საბჭოს წევრი იყო. ბაიდენის წინააღმდეგ ამ დაუდასტურებელი ბრალდების ნაწილი იყო ისიც, რომ მან ზეწოლა განახორციელა უკრაინელ პროკურორზე, რომელსაც "ბურისმას" წინააღმდეგ გამოძიება მიჰყავდა.
ამ ნაბიჯთან დაკავშირებით, განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტმაც გაავრცელა. დეპარტამენტი ამბობს, რომ ეს ადამიანები ავრცელებდნენ მცდარ ინფორმაციას იმის შესახებ, თითქოს, ამერიკელი ოფიციალური პირები უკრაინასთან კორუფციულ გარიგებაში შევიდნენ. ამერიკა ამ განცხადებებს აღიქვამს, როგორც 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე გავლენის მოხდენის მცდელობას.
ასევე ნახეთ: პელოსის გეგმა ტრამპის თანამდებობიდან გადასაყენებლადსანქციები შეეხო რამდენიმე უკრაინულ მედიასაშუალებასაც, რომლებიც დერკაჩისა და სხვა პოლიტიკოსების მიერ გავრცელებულ მცდარ ნარატივს ავრცელებდნენ.
2018 წლის სექტემბერში, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აქტს, რომლის მიხედვითაც, ეკონომიკური და სხვა ტიპის სანქციები დაუწესდებოდათ იმ პირებს, დაჯგუფებებს, ან ქვეყნებს, რომლებიც ეცდებოდნენ, რომ ამერიკის არჩევნებში ჩარეულიყვნენ.