პრეზიდენტი ჯო ბაიდენი დღეს აღმასრულებელ განკარგულებას გამოსცემს, რომელიც ამერიკის მთავრობას მისცემს შესაძლებლობას რუსეთის ეკონომიკის ნებისმიერი სექტორის სანქცირებისათვის და გამოიყენებს მას რუსეთის შანსების შესაზღუდად, გამოუშვას საგარეო ვალი. ეს ნაბიჯი რუსეთის 2020 წლის არჩევნებზე გავლენის მოხდენის მცდელობას უკავშირდება.
ბაიდენის ადმინისტრაციის ოფიციალური პირები, ანონიმურად აცხადებენ, რომ ბაიდენი აუკრძალავს ამერიკულ ფინანსურ ინსტიტუტებს რუსეთის ფინანსური სტრუქტურების ობლიგაციების ყიდვას.
ასევე ნახეთ: თეთრი სახლი: ბაიდენმა პუტინს უთხრა, რომ მის მოქმედებებს შედეგები მოჰყვებააღნიშნული ნაბიჯი აფართოებს 2019 წელს მიღებულ გადაწვეტილებას, რომელიც ამერიკის ფინანსურ ინსტიტუტებს უკრძალავდა პირველადი ბაზრიდან რუბლის მიღმა ვალუტებში ობლიგაციების შესყიდვას. თუმცა, ნაბიჯი არ შეეხება მეორად ბაზრებს, რაც იმას გულისხმობს, რომ ამერიკელ ინდივიდებს კვლავ შეეძლებათ ობლიგაციების ყიდვა და გაყიდვა.
თეთრი სახლის ეს ნაბიჯი რუსეთის დასჯას ემსახურება კიბერ-თავდასხმების, არჩევნებში ჩარევის, ქიმიური იარაღის გამოყენების და იმ გავრცელებული ინფორმაციის გამო, რომ რუსეთი ავღანეთში ამერიკული სამხედროების მოკვლის სანაცვლოდ, თალიბანის მებრძოლებს ფულს უხდიდა.
„როიტერისთვის“ ანონიმური წყაროების მიერ მიწოდებული ინფორმაციის მიხედვით, სანქციები შეეხება 30 სუბიექტს და 10 რუს ოფიციალურ პირს, რომელთაც ქვეყნიდან გააძევებენ.
ასევე ნახეთ: კრემლი აცხადებს, რომ ბაიდენ-პუტინის სამიტზე საუბარი ჯერ ადრეარუსეთი ზემოთ აღნიშნულ ბრალდებებს უარყოფს. პრეზიდენტი ბაიდენი რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს სამშაბათს ესაუბრა და შეშფოთება გამოთქვა, უკრაინის აღმოსავლეთ საზღვარსა და ყირიმში რუსული სამხედროების მობილიზებაზე. ბაიდენმა რუს კოლეგას სამიტის გამართვა შესთავაზა.
ახალი ადმინისტრაციის პირობებში, ეს სანქციების მეორე ტალღა იქნება. მარტში ვაშინგტონმა, ევროკავშირთან კოორდინაციაში, მოსკოვს სანქციები რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის მოწამვლის გამო დაუწესა.