ამერიკამ ინდოეთს $15 მილიონის მოპარული ნივთები გადასცა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ინდოეთს დაკარგული ანტიკვარული ნივთი გადასცა. საუბარია 250 ძვირფას ნაკეთობაზე, რომელიც ინდოეთიდან სხვადასხვა პირებმა უკანონოდ გაიტანეს და გაასხვისეს.

უძველესი ნივთების საერთო ღირებულება 15 მილიონ დოლარს შეადგენს. ნივთები ნიუ-იორკში ინდოეთის საკონსულოს გადაეცა. ინდოეთიდან უკანონოდ გატანილი ნივთები მანჰეტენის ოლქის პროკურატურის ოფისმა და საბაჭო სამსახურის თანამშრომლებმა ამოიღეს.

ასევე ნახეთ: უარი კრემლს, თანხმობა კიევს - უკრაინა სკვითური ოქროს არტეფაქტებს იბრუნებს 

ათობით ისტორიული ნივთი ამერიკაში კონტრაბანდის გზით მოხვდა. დაკავებულია რამდენიმე პირი და საქმეზე გამოძიება გრძელდება.

ამავე გამოძიების ფარგლებში ამოღებული ორი ათასზე მეტი არტეფაქტი, საერთო ღირებულებით 3.8 მილიონი ამერიკული დოლარი კამბოჯას დაუბრუნდა, აპრილში კი ავღანეთში დააბრუნეს 33 უძველესი ნივთი.

დანაშაულებრივი სქემა ფართოა და საქმეზე გამოძიება ამ დრომდე მიმდინარეობს.