ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთი და ტაჯიკეთი ავღანეთის საზღვარზე წვრთნებს მართავენ


რუსეთის ლიდერობით შექმნილი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია, ტაჯიკეთისა და ავღანეთის საზღვარზე სამხედრო წვრთნებს მართავს. წვრთნები ავღანეთის ახალ, თალიბანის მთავრობასა და რეგიონალურ ძალებს შორის დაძაბული მოლაპარაკებების მოახლოების ფონზე მიმდინარეობს.

ავღანეთის სხვა ჩრდილოეთის მეზობლებისგან განსხვავებით, ტაჯიკეთი უარს აცხადებს, აღიაროს ქაბულის ისლამისტი მთავრობა. ვრცელდება ცნობები ორი ქვეყნის საზღვრებზე სამხედრო მობილიზაციის ზრდის შესახებ.

წვრთნებში 5000 სამხედრო მონაწილეობს. მათი ნახევარი რუსი ჯარისკაცია. ექვსდღიანი სამხედრო წვრთნები აგვისტოსა და სექტემბერში, შედარებით მცირე ზომის წვრთნებს მოსდევს, რომელიც რუსეთისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების მონაწილეობით გაიმართა.

მოსკოვმა დუშანბეს განუცხადა, რომ საზღვარზე დაპირისპირების შემთხვევაში, ის მას დახმარებას აღმოუჩენს.

პარალელურად ამ კვირაში, თალიბანის დელეგაცია, მოსკოვს ესტუმრება. რუსეთში დაგეგმილ მოლაპარაკებებში მონაწილეობას ჩინეთი, პაკისტანი, ინდოეთი და ირანი მიიღებენ.

რუსეთის მხარის განაცხადებით, სამშაბათს ასევე დაგეგმილია შეხვედრა შეერთებულ შტატებს, რუსეთს, ჩინეთსა და პაკისტანს შორის ავღანეთში არსებულ სიტუაციაზე სასაუბროდ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG