შეერთებულ შტატებში გამგზავრების მსურველი კუბელებისთვის, ვაშინგტონმა ჰავანაში მდებარე ამერიკის საელჩოში, სავიზო და და საკონსულო მომსახურება განაახლა. გადაწყვეტილება ძალაში ოთხშაბათს, 4 იანვარს შევიდა.
საელჩოში ამერიკელი დიპლომატების მუშაობა 2017 წელს შეწყდა, მას შემდეგ, რაც თანამშრომლებს ჯანმრთელობის დაუდგენელი მიზეზით პრობლემები ერთდროულად გაუჩნდათ. დაავადება "ჰავანის სინდრომის" სახელით არის ცნობილი და ამერიკის დაზვერვის მონაცემებით, მომხდარზე პასუხისმგებლობა "დიდი ალბათობით" რუსეთს ეკისრება.
ასევე ნახეთ: ჰავანის სინდრომი გამოძიების ფედერალური ბიუროს პრიორიტეტი იქნებაშეერთებული შტატების საელჩო ადასტურებს, რომ იწყებს საიმიგრაციო ვიზების განხილვას. განცხადების მიხედვით, პრიორიტეტი იმ კუბელებს მიენიჭებათ, რომლებიც ამერიკაში ლეგალურად მცხოვრებ ოჯახის წევრებთან ვიზიტით ჩასვლას გეგმავენ.
სამხრეთ ამერიკის ქვეყნებიდან მზარდი მიგრაციის გამო, პრეზიდენტი ჯო ბაიდენი დიდი წნეხის ქვეშაა. ამის მიუხედავად, ვაშინგტონი მზად არის, კუბელებს ამერიკაში ვიზიტისთვის უფრო მეტი ლეგალური არხი გაუხსნას და ისტორიულად დაძაბული ურთიერთობის მიუხედავად, განაახლოს დიალოგი კუბის მთავრობასთან. თეთრი სახლი ვარაუდობს, რომ კუბელებზე ყოველწლიურად სულ მცირე, 20 000 ვიზა გაიცემა.