ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კუბა სამოქალაქო მარშისთვის ემზადება


კუბის ოპოზიციურმა აქტივისტებმა, „ცვლილებისთვის სამოქალაქო მარშის“ ჩატარებისკენ მოუწოდეს.

თუმცა, კუბის მთავრობამ ოპოზიცია გააფრთხილა, რომ დემონსტრაციის დროს „კონტრრევოლუციურ“ და „ტერორისტულ“ ქმედებებს არ შეურიგდება. მთავრობა ამბობს, რომ ეს დემონსტრაცია შეერთებული შტატების ინტერვენციული გეგმის ნაწილია.

კუბის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბრუნო როდრიგესმა, ორშაბათის პროტესტს „ვაშინგტონში დაგეგმილი დესტაბილიზაციის ოპერაცია“ უწოდა.

კუბის ოპოზიციის მხარდამჭერები პროტესტების გამართვას მთელ მსოფლიოშიც გეგმავენ, მათ შორის მაიამიში, სადაც კუბელების დიდი რიცხვია.

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა კვირას გამოქვეყნებულ განცხადებაში თქვა: „კუბის მთვრობას მოვუწოდებთ პატივი სცეს კუბელების უფლებებს იმით, რომ ნება დართოს მშვიდობიანად შეიკრიბნენ და საკუთარი ხმა, მთავრობის მხრიდან სამაგიეროს გადახდის ან ძალადობის შიშის გარეშე გააჟღერონ. ასევე, ინფორმაციის თავისუფალი გაცვლის მიზნით, ინტერენტი და ტელეკომუნიკაციის არხები ღიად დატოვოს.“

კუბის ოფიციალური პირები დაიმუქრნენ, რომ დააპატიმრებენ იუნიორ გარსია აგილერას, ჯგუფ „არქიპელაგოს“ ლიდერს, რომელიც ორშაბათის მარშს აწყობს.

ივლისში, კუბის პოლიციამ და სამხედრო დანაყოფებმა ოპოზიციის მშვიდობიანი დემონსტრაცია დაარბიეს. ათასობით ადამიანი დააპატიმრეს. ბევრ მათგანს ჯერ კიდევ ბრალის წაყენება ემუქრება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG