ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალები აქვეყნებს ვიდეო კადრებს, სადაც ასახულია მომენტი, როდესაც ჩინურმა სამხედრო გემმა სახიფათო მანევრი შეასრულა.
ვაშინგტონის ცნობით, ტაივანთან ახლოს ჩინურმა სამხედრო გემმა, ამერიკულ ხომალდს გზა გადაუჭრა, რის გამოც ამერიკულმა გემმა სვლა შეანელა, რათა შეჯახება თავიდან აეცილებინა. თუმცა აშშ-ის შეიარაღებული ძალები განმარტავს, რომ გემს USS Chung-Hoon-ს მარშრუტი არ შეუცვლია და ინციდენტის შემდეგ გზა განაგრძო.
მოგვიანებით, რაც ინციდენტი აღმოიფხვრა კადრებში ჩანს, რომ ჩინური საბრძოლო ხომალდი ამერიკულ გამანადგურებელთან გადაადგილდება.
Your browser doesn’t support HTML5
პენტაგონი განმარტავს, რომ ინციდენტის დროს ამერიკული და კანადური გემები ე.წ. „ნავიგაციის თავისუფლების“ ოპერაციას აწარმოებდნენ. ამერიკის ინდო-წყნარი ოკეანის სარდლობა ამბობს, რომ ჩინეთის ქმედებები საერთაშორისო წყლებში უსაფრთხოების ნორმებს არღვევს.
ბოლო კვირების განმავლობაში ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ამერიკისა და ჩინეთის სამხედრო ძალებს შორის ახლო კავშირი დაფიქსირდა.
მანამდე, სამხრეთ ჩინეთის ზღვის თავზე, საერთაშორისო საჰაერო სივრცეში მფრინავ ამერიკულ სამხედრო თვითმფრინავს აგრესიული მანევრით ჩინური სამხედრო თვითმფრინავი მიუახლოვდა, თუმცა მათ შორის შეჯახება არ მომხდარა.