მიმდინარე გამოძიებამ დაადგინა, რომ ესპანეთის კათოლიკურ ეკლესიაში 1940 წლიდან მოყოლებული დღემდე, ეკლესიის 728 წევრმა 927 ბავშვზე იძალადა.
"ჩვენ ვაღიარებთ მიყენებულ ზიანს", - თქვა ხოსე გაბრიელ ვერამ, ესპანეთის ეპისკოპოსთა კონფერენციის სპიკერმა. "ჩვენ გვინდა დავეხმაროთ ყველა დაზარალებულს... თან ვახლდეთ განკურნების გზაზე."
ეს საკითხი ყურადღების ცენტრში 2021 წელს მას შემდეგ მოექცა, რაც გაზეთმა El Pais-მა გაავრცელა ინფორმაცია 1200-ზე მეტი სავარაუდო სექსუალური ძალადობის შემთხვევის შესახებ. ამის შემდეგ, სკანდალი ატყდა ისეთი ქვეყნების ეკლესიებში, როგორიცაა ამერიკა, ირლანდია და საფრანგეთი.
ესპანეთში დაიწყო რამდენიმე გამოძიება, მათ შორის ერთს, ესპანეთის ომბუდსმენი ხელმძღვანელობს, ხოლო მეორე, ეკლესიის შიგნით მიმდინარე გამოძიებაა.
„ჩვენ გვინდა ვიცოდეთ, რა მოხდა არასწორად მღვდლობის კანდიდატების შერჩევისას, რა მოხდა არასწორად მათი მომზადების დროს... რამ უბიძგა ადამიანს, თავი დაენებებინა ღმერთისთვის და სექსუალური ძალადობა ჩაედინა“, - თქვა ვერამ.
მოხსენებაში ნათქვამია, რომ სავარაუდო დამნაშავეთა 99%-ზე მეტი მამაკაცი იყო, ხოლო მოძალადეთა ნახევარი სასულიერო პირია. დაფიქსირებული შემთხვევების უმეტესობა 1960-1980-იან წლებში მოხდა. მსხვერპლთა თქმით კი, მოძალადე მამაკაცების უმეტესობა, მათი დაახლოებით 63% უკვე გარდაცვლილია და ჩადენილზე პასუხს ვეღარ აგებს.