ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სინგაპური აზიის უსაფრთხოების სამიტს მასპინძლობს


აშშ-ის თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი და სინგაპურის თავდაცვის მინისტრი, დოქტორი ნგი ენ ჩენი. სინგაპური, 2023 წლის 2 ივნისი.
აშშ-ის თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი და სინგაპურის თავდაცვის მინისტრი, დოქტორი ნგი ენ ჩენი. სინგაპური, 2023 წლის 2 ივნისი.

აშშ-ჩინეთის დაძაბულობის ფონზე, 2 ივნისს აზიის უსაფრთხოების სამიტი გაიხსნა. შანგრი-ლას დიალოგის სახელით ცნობილი ღონისძიება თავს უყრის მთავრობის წარმომადგენლებს, სამხედრო ოფიცრებს, დიპლომატებს, იარაღის მწარმოებლებს და უსაფრთხოების ანალიტიკოსებს მთელი მსოფლიოდან. ის სინგაპურში 2-დან 4 ივნისამდე იმართება.

წელს სამიტი აშშ-ისა და ჩინეთის პოლიტიკური დაძაბულობის ფონზე მიმდინარეობს. ორი ქვეყნის ურთიერთობა, ბოლო ათწლეულების განმავლობაში, ყველაზე დაბალ ნიშნულზეა. ვაშინგტონისა და პეკინის პოზიციებს შორის ღრმა ნაპრალი მთელ რიგ საკითხებშია, - ტაივანის სუვერენიტეტით დაწყებული, კიბერჯაშუშობითა და სამხრეთ ჩინეთის ზღვაში, ტერიტორიული დავებით გაგრძელებული.

იმედებს, რომ სინგაპურში გამართული სამიტი შეიძლება ყოფილიყო ვაშინგტონსა და პეკინს შორის კავშირების გამოსწორების შანსი, გასულ კვირას, დარტყმა მიაყენა ჩინეთის ახალმა თავდაცვის მინისტრმა, ლი შანფუმ. მან უარი თქვა პენტაგონის შეთავაზებაზე, შეხვედროდა შეერთებული შტატების თავდაცვის მდივან ლოიდ ოსტინს.

ლი ჩინეთის თავდაცვის მინისტრად მარტში დასახელდა. 2018 წელს, რუსეთისგან იარაღი შეძენის გამო, მას შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააკისრა.

XS
SM
MD
LG