ამერიკაში დაძაბული და მნიშვნელოვანი საპრეზიდენტო არჩევნების პარალელურად, სამშაბათს, 3 ნოემბერს, ამერიკაში კორონავირუსის ახალი, დადასტურებული შემთხვევების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა.
ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, არჩევნების დღეს, კორონავირუსის 91,530 შემთხვევა დაფიქსირდა. გარდაიცვალა 1,130 ადამიანი. გარდა ამისა, სამშაბათს, დამატებით, 50,000 ადამიანის საავამდყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო.
ასევე ნახეთ: ტვიტერი და ფეისბუქი არჩევნებთან დაკავშირებულ შეტყობინებებს ფილტრავენ20-ზე მეტმა შტატმა გამოაცხადა, რომ მათთან, გასულ კვირას, კორონავირუსის იმაზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, ვიდრე სხვა ნებისმიერ 7-დღიან პერიოდში. ასეთი შტატების რიცვხში არიან მიჩიგანი, ოჰაიო და პენსილვანია. ესენი არიან შტატები, რომლებიც დიდწილად განსაზღვრავენ ამერიკის არჩევნების ბედს და გამარჯვებულს.
ასევე ნახეთ: დაუთვლელია მილიონობით ხმა, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგი უცნობიაამერიკის შეერთებული შტატები, მსოფლიოში კვლავ პირველ ადგილასაა კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობით. ქვეყანაში ახლა 9,3 მილიონი ადამიანია ინფიცირებული, ხოლო გარდაცვლილია 232,627 მილიონი ამერიკელი.