მას შემდეგ, რაც დღეს, გამთენიისას, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მცდარი განცხადება გააკეთა იმის შესახებ, რომ ის იგებდა არჩევნებს, ნავთობზე ფასებმა 3%-ით მოიმატა.
ტრამპს ნავთობის საკითხზე მკაფიო პოლიტიკა აქვს. მან სანქციები დაადო ირანს და მხარს უჭერს საუდის არაბეთის ლიდერობით OPEC-ის მიერ ნავთობის წარმოების შემცირებას. გაურკვევლობა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით, ნავთობის ბაზარზე მძიმედ აისახება. ბაზარზე ასევე მძიმედ შეიძლება აისახოს ჯო ბაიდენის გამარჯვებაც, რადგან ის მწვანე პოლიტიკას უჭერს მხარს და რბილი დამოკიდებულება აქვს ირანის მიმართ.
ტრამპის განცხადების მიუხედავად, საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები ჯერ ცნობილი არაა. ამ დროისთვის ექვსი შტატის მილიონობით ხმა ჯერ კიდევ დასათვლელია.
Facebook Forum