ჯო ბაიდენი პოლონეთში ნატოს წევრი ქვეყნების ლიდერებს ხვდება

უკრაინის მიმართ არსებული სიტუაციის ფონზე დასავლეთი სანქციების კიდევ უფრო გამკაცრებას არ გამორიცხავს
ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი პოლონეთში ამერიკის მოკავშირეებთან, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ლიდერებთან მოლაპარაკების მიზნით ჩავიდა, რათა დაარწმუნოს პარტნიორები იმაში, რომ მათ შეერთებული შტატების მხარდაჭერა აქვთ. ეს ვიზიტი მოსკოვის მიერ ყირიმის რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შესვლის გაფორმებას მოყვა. დაძაბულობა, რომელიც რეგიონში სამხედრო ძალის გამოჩენისთანავე გაჩნდა, კვლავაც გრძელდება.

პოლონეთის პრემიერ-მინისტრის დონალდ ტუსკის გვერდით მდგარმა ამერიკის ვიზე-პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მოსკოვის მიერ ყირიმის რუსეთთან მიერთება დაგმო.

"რუსეთმა სხვადასხვა არგუმენტები შეგვთავაზა იმის გასამართლებლად რომ თითქოს ეს გადაწყვეტილება, რომელიც მიწის წართმევის ტოლფასია, გამართლებულია. "განაცხადა ბაიდენმა.

ვიცე-პრეზიდენტი ვარშავაში სამშაბათს ჩაფრინდა, რათა შეერთებული შტატების შეუვალობა და მხარდაჭერა კვლავაც დაედასტურებინა აღმოსავლეთ ევროპის პარტნიორებისადმი და განეხილათ მათი რუსეთზე ენერგოდამოკიდებულების შემცირების ვარიანტები.

ის ასევე ესტონეთის, ლატვიის და ლიტვის ქვეყნის ლიდერებს შეხვდება - ეს სამივე ქვეყანა შეერთებულ შტატებს უსაფრთხოების გარანტად მიიჩნევს, აცხადებს სტრატეგიული კვლევების საერთაშორისო ინსტიტუტის პროფესორი ნიკოლას რედმენი.

მისი განცხადებით, ეს ნამდვილად ის ძალაა, რომელზეც ნატო დგას, შეერთებულ შტატებს ისინი პრინციპულ პარტნიორად განიხილავენ და სჭირდებათ ამაში დარწმუნება.

ნატოს ჯარები ამჟამად ჩრდილოეთ ნორვეგიის საზღვართან სამხედრო წვრთნებს გადიან. ეს სამხედრო წვრთნები უკრაინის კრიზისის დაწყებამდე იყო დაგეგმილი. რუსეთის საზღვარი ამ ადგილიდან 450 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. ნორვეგიელი გენერალი მორტენ ჰაგა ლუნდი წვრთნების შესახებ საუბრობს.

"2014 წელს ეს ერთ-ერთი ყველაზე ფართომასშტაბიანი წვრთნებია ევროპაში. გამოყვანილია 16 ათასი ჯარისკაცი და ტრეინინგში 15 ქვეყანა მონაწილეობს,"აცხადებს გენერალი.

უკრაინის საზღვართან რუსული ჯარები თავიანთ წვრთნებს ატარებენ. ყირიმის მოვლენებმა რეგიონს მოსვენება დააკარგვინა, აცხადებს რედმენი.

მისი თქმით ეს პროცესები რუსეთის ბევრი ახლო მოკავშირისთვისაც კი არ იქნება ადვილი. ყოფილი საბჭოთა კავშირი, და ყოფილი რესპუბლიკების საზღვრები ხშირ შემთხვევაში, დაცული არ არის.უამრავი ქვეყანაა რომელიც ხაფანგში აღმოჩნდა. ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე ბევრი სადავო საზღვარი არსებობს-ამბობს რედმენი.

რუსეთის ქმედებების საპასუხოდ, ევროკავშირმა ორშაბათს რუსეთის 21 მოქალაქის წინააღმდეგ სანქციები აამოქმედა, ხოლო შეერთებულმა შტატებმა ასეთ სიაში რუსეთის 11 მოქალაქე შეიყვანა. ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მდივანმა ვილიამ ჰეიგმა განაცხადა, რომ სადამსჯელო სანქციები აღნიშნული საკითხის მიმართ ევროპის ერთიანობაზე მიუთითებს.

"არსებობენ პირები როგორც ყირიმში ისევე რუსეთში, მათ შორის სამხედროებს შორის და პარლამენტშიც, რომლებიც კავშირში არიან რუსეთის მიერ ყირიმის საკითხთან მიმართებაში. ჩვენი სანქციები მათზე გავრცელდება. "აცხადებს ჰეიგი.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს რომ ეს სანქციები შედეგის მომტანი არ იქნება. თუმცა ევროპას საკმარისი ძალა გააჩნია იმისთვის, რომ რუსეთი დააზარალოს, აცხადებს ნიკოლას რედმენი.

"ამ დროისთვის, რუსეთში ნამდვილად არსებობს დაძაბული მოლოდინი სანქციებთან დაკავშირებით. დასავლეთი კი, ამასთან, იტოვებს დადგენილი სანქციების მიღმა სადამსჯელო ზომების გაფართოების შესაძლებლობასაც, თუ სიტუაცია კიდევ უფრო გართულდა. „ აცხადებს რედმენი.

რეგიონული ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ მოსკოვსა და დასავლეთს შორის დაძაბულობის ხელახალი განახლება შესაძლებელია. ორი ათეული წლის განმავლობაში მათ შორის დაძაბულობა მიძინებული იყო და ბევრი ფიქრობდა რომ ანალოგიური მოვლენები უკვე ისტორიის კუთვნილება იყო.