ამერიკამ და ირანმა პატიმრები გაცვალეს. ყატარის შუამავლობით მიღწეული შეთანხმების საფუძველზე, ამერიკა ირანისთვის გაყინულ 6 მილიარდ დოლარზე ქვეყანას წვდომას მისცემს. გარდა ამისა, 5 ამერიკელი პატიმარი და 5 ირანელი პატიმარი თავიანთ ქვეყნებს დაუბრუნდებიან.
ყატარის კუთვნილი თვითმფრინავი თეირანიდან ორშაბათს აფრინდა, რომელშიც ხუთი ყოფილი პატიმარი იმყოფებოდა ორ ნათესავთან ერთად. პატიმრების გაცვლა მალევე მოხდა მას შემდეგ, რაც ამერიკამ და ირანმა მიიღეს დადასტურება, რომ თანხები გადარიცხული იყო დოჰაში არსებულ ანგარიშებზე. ამის შესახებ სააგენტო "როიტერს" ანონიმურმა წყარომ განუცხადა.
ირანის ადგილობრივმა ტელევიზიამ განაცხადა, რომ გათავისუფლებული ხუთი ირანელიდან ორი დოჰაში იმყოფება. ირანელმა ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ პატიმრებდან სამი ირანში დაბრუნებას არ აპირებს.
ასევე ნახეთ: გაერო: ირანი ანელებს ურანის გამდიდრების პროცესსირანსა და ამერიკას შორის პატიმრების გათავისუფლებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები თვეების განმავლობაში მიმდინარეობდა. ორ ქვეყანას შორის უკიდურესადაა დაძაბული ურთიერთობა. სხვა ბევრ საკითხთან ერთად, ქვეყნები ვერ თანხმებიან ირანის ატომური პროგრამის და მისი მიზნების შესახებ.