გამოკითხვის შედეგებით წელს ახალგაზრდობა ნაკლებად აქტიურობს 2008 წელთან შედარებით
ვაშინგტონის მეზობლად მდებარე მერილენდის უნივერსიტეტში ახალგაზრდა დემოკრატები სატელეფონო გამოკითხვას აწარმოებენ იმ შტატების ამომრჩევლებში, სადაც არცერთ კანდიდატს არა აქვს აშკარა უპირატესობა.
მერილენდის შტატი საპრეზიდენტო არჩევნებში, ტრადიციულად, დემოკრატებს უჭერს მხარს. „ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ობამას ვუჭერთ მხარს.“
გამოკითხვის შედეგებით, 2008 წელთან შედარებით, წელს, ახალგაზრდობა ნაკლებად აქტიურობს, მაგრამ როგორც მერილენდის კოლეჯის დემოკრატი პრეზიდენტი, ტაილერ გროტი ამბობს, ობამას დიდი ენთუზიაზმით უჭერენ მხარს.
„ხალხი საკუთარ შეხედულებებს იცავს, იმ პირობებში, როდესაც ქვეყნის მართვის ორი განსხვავებული მიდგომა არსებობს.“
ობამას და რომნის სატელევიზიო დებატებს რამდენიმე ასეული მერილენდელი სტუდენტი უყურებდა. როგორც კოლეჯის რესპუბლიკელი აქტივისტი, კეროლაინ კარლსონი ამბობს, გადამწყვეტი მნიშვნელობა ეკონომიკის მდგომარეობას ენიჭება.
„2008 წელს იმედი ჰქონდათ, რომ ხმას პოლიტიკურ ვარსკვლავს აძლევდნენ, მაგრამ ახლა ბევრი ხვდება, რომ 20-24 წლის ასაკში კოლეჯის დამთავრებისთანავე პრობლემების წინაშე აღმოჩნდება, რადგან ამ ასაკში 14%-ია უმუშევრობა.“
რომნის წინასაარჩევნო კამპანია ეკონომიკურ პრობლემებზე ამახვილებს ახალგაზრდების ყურადღებას, რომლებმაც 2008 წელს ობამას დაუჭირეს მხარი. მისმა ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატმა, პოლ რაიანმა ტამპაში გამართულ რესპუბლიკური პარტიის ყრილობაზე სწორედ ახალგაზრდებს მიმართა სიტყვით:
„კოლეჯის სტუდენტები არ იმსახურებენ 20 წლის ასაკში საბავშვო ოთახებიდან უცქირონ ობამას მოძველებულ ლოზუნგებს და რეალური ცხოვრების დაწყებაზე იოცნებონ.“
პრეზიდენტი ობამა რამდენიმე კოლეჯს ეწვია და სტუდენტურ სესხებზე ისაუბრა. მან ოჰაიოს სტუდენტებს მხარდაჭერისკენ მოუწოდა.
„თუ თქვენ ჩემთან ერთად იქნებით, ჩვენ კიდევ ერთხელ გავიმარჯვებთ ვუდის ოლქში, მოვიგებთ ოჰაიოს და ბოლომდე მივიყვანთ ჩვენს დაწყებულ საქმეს.“
ახალგაზრდები, ტრადიციულად, დემოკრატებს უჭერენ მხარს. ჰეზერ სმიტი ორგანიზაცია „როკი არჩევანის“ პრეზიდენტია, რომელიც კოლეჯის სტუდენტებისთვის როკ-კონცერტებს მართავს. მისი თქმით, იმ ახალგაზრდებს ვინც 18 წლის ახლახან შესრულდა თავისი ოთხი წლის წინანდელი თანატოლებისგან განსხვავებული შეხედულებები გააჩნიათ.
„ისინი დაინტერესებულნი უნდა იყვნენ კანდიდატებით, რათა არჩევნებზე წავიდნენ და ისეთივე გავლენა მოახდინონ, როგორც მათმა უფროსმა ძმებმა და დებმა გააკეთეს თავის დროზე.“
ქალბატონი სმიტის განცხადებით, 2008 წლისგან განსხვავებით, ახალგაზრდები 2012 წლის არჩევნებში ნაკლებ აქტიურობას იჩენენ, თუმცა ბევრმა მათგანმა შეიცვალა აზრი და ახლა არჩევნებში რეგისტრაციისთვის ემზადება.