ბარაკ ობამას საპრეზიდენტო კამპანიამ და დემოკრატიულმა პარტიამ სექტემბრის თვეში შემოწირულობების სახით 181 მილიონი დოლარი მოაგროვა. 2012 წლის დანარჩენ თვეებთან შედარებით ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. როგორც ობამას კამაპანიის წევრები აცხადებენ, ძირითადი თანხა კერძო პირებისგან, დაახლოებით, 1,800,000 ამერიკელისგანაა შესული. ყველაზე დიდი თანხა, რომელიც ობამას საარჩევნო კამპანიის მიერ არის შეგროვებული 193 მილიონი დოლარია, რომელიც, ასევე, 2008 წლის სექტემბერს ემთხვევა.
დემოკრატიულმა პარტიამ სექტემბრის თვეში შემოწირულობების სახით 181 მილიონი დოლარი მიიღო.