ორპარტიული შეუთანხმებლობა შეერთებულ შტატებში ბოლო ოც წელიწადში კიდევ ერთი სამთავრობო კრიზისის მიზეზი გახდა
შეერთებულის შტატების მთავრობის დროებითი უფლებამოსილების შეზღუდვა უკანასკნელი წლების ამერიკის საშინაო პოლიტიკის პოლარიზაციის კულმინაციას წარმოადგენს. როგორც ამერიკის ხმის კორესპონდენტი ჯიმ მელონი მოგვითხრობს, ვაშინგტონში ცენტრალური თემა რაზეც მსჯელობენ არის ცენტრალური ხელისუფლების როლი ამერიკელი ხალხის ცხოვრებაში, რაზეც ორ ძირითად პარტიას შორის ისტორიულად დაპირისპირება მიმდინარეობს.
ეს პოლიტიკური კრიზისი ამერიკაში გაცილებით ადრე, რამდენიმე ათეული წლის წინ დაიწყო.
პოლიტიკური პოლარიზაციის პროცესი 1990 წლებიდან გააქტიურდა, მას შემდეგ რაც თეთრ სახლში დემოკრატების კანდიდატი პრეზიდენტი ბილ კლინტონი შევიდა.
1994 წელს რესპუბლიკელებმა კონგრესის ორივე პალატაში უმრავლესობით მოსვლა შეძლეს, რაც ორმოცი წლის განმავლობაში პირველად მოხდა. საბიუჯეტო საკითხებზე პოზიციათა შეუთანხმებლობის გამო სამთავრობო უფლებამოსილების შეზღუდვა იმ პერიოდში ორჯერ განხორციელდა.
მძაფრად წარიმართა საარჩევნო პროცესი 2000 წელს, როდესაც საპრეზიდენტო გამარჯვება უმცროსმა ჯორჯ ბუშმა მოიპოვა. ამის შემდეგ პარტიული დაპირისპირებები კიდევ უფრო გამწვავდა.
ვირჯინიის უნივერსიტეტის ექსპერტი ლერი საბატო სწორედ პრეზიდენტ ბუშის მეორე ვადით არჩევის შემდეგ პარტიულ დაპირისპირებათა გაღრმავების საკითხებს იკვლევს.
ლერი საბატო: ეჭვგარეშეა, რომ პოლიტიკური პოლარიზაცია პრეზიდენტ ბუშის პირველი საპრეზიდენტო ვადის დროს წარმოიშვა. ამის მიზეზი თავიდან იყო ომი ერაყში, მოგვიანებით კი ქარიშხალ კატრინასთან დაკავშირებული თემატიკა გახდა. დაპირისპირება პრეზიდენტ ობამას არჩევის შემდეგ კიდევ უფრო გაღრმავდა.
ორპარტიული დაპირისპირება კიდევ უფრო გამწვავდა, როდესაც პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ 2010 წელს კონგრესზე ზეწოლა მოახდინა მის მიერ ინიცირებული საყოველთაო დაზღვევის რეფორმა მიანც მიეღოთ, მიუხედავად იმისა რომ პროექტს რესპუბლიკელთა არცერთი წარმომადგენელის მხარდაჭერა არ ჰქონდა. ამან კი თავის მხრივ ის გამოიწვია, ის რომ ქვეყნის მასშტაბით გაძლიერდა კონსერვატულად განწყობილი „ ჩაის სმის პარტია“ , რომელიც რესპუბლიკურ პარტიაში მნიშვნელოვან ძალას წარმოადგენს.
საყოველთაო დაზღვევის პროექტი, რომელიც ასევე ცნობილია როგორც „ობამაქეარ“, ამჟამინდელი სამთავრობო კრიზისის გამომწვევი ძირითადი მიზეზია. ამ საკითხის გამო კონგრესსა და თეთრ სახლს შორის შეთანხმება ვერ ხერხდება. რესპუბლიკელები ცდილობენ, რომ ეს პროექტი ან საერთოდ გაუქმდეს, ან მისი ამოქმედების გადავადება მოხდეს.
პრეზიდენტ ობამას კი მიაჩნია, რომ სწორედ ეს პროექტი არის მისი მთავარი საპრეზიდენტო მიღწევა. კონგრესში წარმოდგენილი დემოკრატების მხარდაჭერის საფუძველზე ის ცდილობს, რომ ამ რეფორმას გაუქმების ან გადავადების საფრთხე აარიდოს.
როგორც კვინიპაკის ინსტიტუტის სოციოლოგი პიტერ ბრაუნი აცხადებს, პარტიებს შორის დავის მთავარ საგანს ამ რეფორმის განხორციელების საქმეში მთავრობის როლი წარმოადგენს.
პიტერ ბრაუნი: რესპუბლიკელები მხარს უჭერენ უფრო მოქნილ და დაბალ ხარჯიან სამთავრობო ბიუჯეტს რაც ობამას პროექტის საპირისპიროა. ხოლო დემოკრატები უფრო ხელისუფლების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს ემხრობიან, სოციალური პრობლემების მოგვარებას და ამიტომ „ობამაქეარს“ სამედიცინო საკითხებში მნიშვნელოვან წინ გადადგმულ ნაბიჯად მიიჩნევენ.
ჯანდაცვის საკითხებთან დაკავშირებით ოპოზიციური განწყობები წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკური პარტიაში კონსერვატული შეხედულებების მქონე ძალისგან მომდინარეობს, „ჩაის სმის მოძრაობას“ საარჩევნოდ ძლიერი მხარდამჭერები ჰყავს კონგრესს გარეთ.
ანალიტიკოსი ლარი საბატო ამბობს, რომ ბევრი მათგანი ახლა იმისთვისაც მზად არის რომ სამთავრობო კრიზისზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღოს.
ლარი საბატო: მათ ეს ძვირად დაუჯდებათ და ამის შესახებ იციან, თუმცა ამისთვის მზად არიან, რადგან უსაფრთხოდ გრძნობენ თავს თავიანთ საარჩევნო უბნებში. ერთადერთი რაც უნდა ანაღვლებდეთ, არის რესპუბლიკურ პარტიაში საპრეზიდენტო კანდიდატის არჩევნების პრაიმერი.
ანალიტიკოსის ჩარლი კუკის განცხადებით, ზოგიერთ ოპოზიციურად განწყობილ რესპუბლიკელს პრეზიდენტ ობამას მიმართ პირადი შუღლი ამოძრავებს.
ჩარლი კუკი: კონგრესში ბევრი რესპუბლიკელია, რომლებიც რაც არ უნდა თქვას ობამამ, მას ყველაფერზე წინააღმდეგობას გაუწევენ.
როგორც ლარი საბატო ამბობს, ამ დროისთვის ის ვერ ხედავს ვერანაირ ნიშნებს რომ არსებული კრიზისი მალე მოგვარდეს. რაც კიდე ვ უფრო მეტად გაზრდის პოლიტიკურ უნდობლობას. კონგრესმა ან უნდა გადაავადოს სამთავრობო დავალიანება ან კიდევ ამერიკა საკრედიტო დავალიანების გადახდის უუნარო გახდება.
ლარი საბატო: ისინი იმდენად ღრმად არიან პოლარიზებულნი პარტიების და სხვა ინსტიტუციების მიერ რომ რთულია განსაზღვრა, ეს ადამიანები თუკი თავიანთ პრინციპებს ბოლომდე დაიცავენ, პრობლემა რანაირად მოგვარდება. ეს კიდევ უფრო გაღრმავდება და გაგრძელდება. და რა თქმა უნდა ეს არამხოლოდ ამერიკის ეკონომიკას დააზარალებს, არამედ უფრო გლობალური შედეგი ექნება.
ბოლო სამთავრობო კრიზისი 1995 წლის დეკემბერში დაიწყო და სამი კვირა გაგრძელდა. ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ეს რესპუბლიკელების სერიოზული პოლიტიკური მარცხის მიზეზი შეიქმნა, რადგან 1996 წელს ამერიკის პრეზიდენტი დემოკრატი ბილ კლინტონი გახდა.