ამერიკის შეერთებულმა შტატებმა „ღია ცის შეთანხმება“ ოფიციალურად 22 ნოემბერს დატოვა. შეერთებული შტატები რუსეთს შეთანხმების დარღვევაში, რომელიც 18 წლის წინ შევიდა ძალაში, ხშირად ადანაშაულებდა.
სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერის მოადგილე კეილ ბრაუნმა განაცხადა, რომ ექვსი თვის წინ, 22 მაისს, შეერთებულმა შტატებმა „ღია ცის შეთანხმების“ მონაწილე ქვეყნებს ხელშეკრულებიდან გასვლის შესახებ აცნობა. ზუსტად ექვსი თვის თავზე აღნიშნული გადაწყვეტილება ოფიციალურად შევიდა ძალაში.
ასევე ნახეთ: მილერი: რუსეთი შიშობს, რომ ამერიკა საკუთარი ბირთვული არსენალის განახლებას მალე დაიწყებსშეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი შეთანხმების შესახებ აცხადებდა, რომ ამერიკა არასამართლიანად იზღუდავს საკუთარ თავს მაშინ, როცა რუსეთი იარაღის კონტროლის ამ და სხვა შეთანხმებებს უწყვეტად არღვევს. ამ შეხედულებას ამერიკის ეროვნული უშიშროების საბჭოც ადასტურებს, რომელიც განცხადებაშიც ნათქვამია, რომ „ამ შეთანხმებას რუსეთი წლების მანძილზე უხეშად არღვევდა.“
„ღია ცის შეთანხმებას“ ძალაში 2002 წელს შევიდა. მას ხელს 34 სახელმწიფო აწერს. ხელშეკრულების ფარგლებში, ამ ქვეყნების საჰაერო ძალებს შეუძლია, სხვა სახელმწიფოების ტერიტორიაზე სადამკვირვებლო ფრენები განახორციელოს.
მაისში შეთანხმების დატოვების მიზეზად აშშ-მა რუსეთის მიერ შეთანხმების პირობების შეუსრულებლობა, მათ შორის, საქართველოს ოკუპირებული რეგიონების გასწვრივ სადამკვირვებლო ფრენების არდაშვება დაასახელა.