პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის წამყვანი დიპლომატი ევროპის საკითხებში უკრაინას ეწვია. ეს ნაბიჯი შეერთებულ შტატებში კონგრესის არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე, ვაშინგტონის მხრიდან უკრაინის განგრძობით მხარდაჭერას გამოხატავს.
ასევე ნახეთ: კიევი მოსკოვს უკრაინელების იძულებით დეპორტაციაში სდებს ბრალსკარენ დონფრიდი, სახელმწიფო დეპარტამენტის უმაღლესი თანამდებობის პირი ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის კაბინეტის წარმომადგენლებთან მართავს მოლაპარაკებებს.
ასევე ნახეთ: რუსეთი ხორბლის ექსპორტთან დაკავშირებულ შეთანხმებას უბრუნდება„მისი ვიზიტის მიზანია ხაზი გაუსვას ამერიკის შეერთებული შტატების ურყევ და მტკიცე მხარდაჭერას უკრაინის მიმართ. უკრაინა იცავს საკუთარ თავისუფლებას და ტერიტორიულ მთლიანობას რუსეთის სასტიკი ომისგან“, - ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.
დონფრიდი ასევე ხვდება კიევში ამერიკის საელჩოს პერსონალს, რომელიც აგრძელებს ადგილზე მუშაობას, მიუხედავად უკრაინის დედაქალაქზე რუსეთის გაძლიერებული იერიშებისა.