ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ის მზადაა კიდევ ერთხელ შეხვდეს, ჩრდილოეთ კორეის ლიდერს, კიმ ჩენ უნს. ფხენიანმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ მათ არ აქვთ მოლაპარაკებების გაგრძელების ინტერესი.
ტრამპმა განცხადება სამშაბათს გააკეთა, „გრეი ტელევიჟენის“ წამყვან გრეტა ვან სასტერენთან.
„მესმის, რომ მათ უნდათ შეხვედრა და ამისთვის ნამდვილად მზად ვართ“, - თქვა პრეზიდენტმა. „ამას მაშინ ვიზამდი თუ ვიფიქრებდი, რომ ეს [პროცესს] დაეხმარება“, - განაცხადა მან.
ასევე ნახეთ: სამხრეთ კორეა ტრამპის და კიმის კიდევ ერთი სამიტის ორგანიზებას ცდილობსპრეზიდენტმა ჩრდილოეთ კორეის ლიდერზე საუბრისას განაცხადა, რომ მას კიმთან „ძალიან კარგი ურთიერთობა“ აქვს.
გასულ კვირას, ჩრდილოეთ კორეამ ორჯერ განაცხადა, რომ მათ ინტერესში არ შედის მოლაპარაკების გაგრძელება. ფხენიანში აცხადებენ, რომ კიდევ ერთი სამიტი მხოლოდ პრეზიდენტ ტრამპს დაეხმარება შიდა პოლიტიკურად.
„[შეერთებული შტატები] დიალოგს მხოლოდ შიდა პოლიტიკური კრიზისთან გამკლავების იარაღად მიიჩნევს“, - განაცხადა ქვეყნის ერთ-ერთმა წამყვანმა დიპლომატმა ჩოე სონ ჰუკიმ.
ამ თვის დასაწყისში, სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა მუნ ჯაე-ინმა თქვა, რომ მას სურს იხილოს კიდევ ერთი შეხვედრა ვაშინგტონსა და ფხენიანს შორის, შეერთებულ შტატებში საპრეზიდენტო არჩევნებამდე, რომელიც ნოემბერში გაიმართება.
საკითხს მხარეები, სავარაუდოდ, სახელმწიფო მდივნის მოადგილის, სტივ ბიგანის სეულში ვიზიტისას განიხილავენ. თუმცა, ბიგანმა გასულ თვეში განაცხადა, რომ სამიტი, სავარაუდოდ, კოვიდ-19-ის გამო დაწესებული შეზღუდვების შედეგად.
"იმ დროში, რაც [არჩევნებამდე] დარჩა და იმ მდგომარეობის გამო, რაშიც კოვიდ-19-მა მთელი მსოფლიო ჩააგდო, ძნელია იმ გარემოებების წარმოდგენა, როდესაც პირისპირ შეხვედრა და საერთაშორისო სამიტის ჩატარება შესაძლებელი იქნება", - განაცხადა ბიგანმა "გერმანიის მარშალის ფონდის" ონლაინ კონფერენციაზე.
ბიგანმა, რომელიც ჩრდილოეთ კორეასთან ამერიკის წამყვანი მომლაპარაკებელია, განაცხადა, რომ ვაშინგტონი ფხენიანთან საუბრისთვის მზადაა და ამერიკის მიზანი კვლავ იგივეა - მოხდეს კორეის ნახევარკუნძულის სრული ბირთვული განიარაღება.
2018 წელს, სინგაპურში, ორი ქვეყნის ლიდერებმა ჩრდილოეთ კორეა ბირთვულ განიარაღებაზე ისტორიულ შეთანხმებას მიაღწიეს. თუმცა მალევე, სამიტის შემდგომი მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა და ერთი წლის თავზე ჰანოის სამიტზე ვაშინგტონის მხარემ შეხვედრა ადრეულად დატოვა. ამის მიზეზი, ვაშინგტონის უარი გახდა ფხენიანის მოთხოვნაზე, რომ ჯერ ეკონომიკური სანქციები მოეხსნა, მოგვიანებით ფხენიანის მიერ ბირთვული არსენალის და პროგრამის ნაწილობრივ შეჩერების სანაცვლოდ.
ასევე ნახეთ: ჩრდილოეთ კორეა სამხრეთ კორესთან კომუნიკაციის გაწყვეტას აპირებსთუმცა დაძაბულობის მიუხედავად, ტრამპი კვლავ ამბობდა, რომ კიმთან კარგი ურთიერთობა აქვს. არჩევნებამდე მხოლოდ 4 თვე რჩება და ანალიტიკოსების ნაწილი ფიქრობს, რომ დიპლომატიური წარმატება, შესაძლოა პრეზიდენტს, რომლის რეიტინგიც მისი ოპონენტის ჯო ბაიდენის მხარდაჭერას გამოკითხვებში მკვეთრად ჩამორჩება, წინასაარჩევნოდ წაადგეს.
ურთიერთობები დაძაბულია ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეას შორისაც. ფხენიანი სეულს 2018 წლის შეთანხმებების და ეკონომიკური თანამშრომლობის კუთხით უმოქმედობაში ადანაშაულებს. სამხრეთ კორეა კი აცხადებს, რომ სანქციების გამო ამ სავაჭრო შეთანხმებების გაფორმება არ შეუძლია.
გასულ თვეში ჩრდილოეთ კორეამ სამხრეთელ მეზობელთან ურთიერთობა კიდევ უფრო გაამწვავა და დე-ფაქტო საერთო კორეული საელჩო ააფეთქა. ამით სამხრეთ კორეასთან კომუნიკაცია შეწყდა.