ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩრდილოეთ კორეა სამხრეთ კორესთან კომუნიკაციის გაწყვეტას აპირებს


ჩრდილოეთ კორეა აცხადებს, რომ ოფიციალური დიალოგის ყველა არსებულ ფორმას შეწყვეტს. ზოგიერთი ექსპერტი თვლის, რომ ფხენიანი ცდილობს სპეციალურად დაძაბოს სიტუაცია სეულთან.

ადგილობრივი დროით, სამშაბათს შუადღის 12 საათიდან ჩრდილოეთ კორეა "გადაჭრის და დახურავს" 4 სხვადასხვა საკომუნიკაციო საშუალებას, რომელიც სამხრეთ კორეასთან აქვს. მათ შორის არის საზღვრისპირა ოფისიც, რომელშიც სამხედრო კომუნიკაციის ცხელი ხაზია განთავსებული. ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო მედიის მიხედვით, სწორედ ასე უკავშირდებიან სამხრეთ კორეის პრეზიდენტის ოფისი და ჩრდილოეთ კორეის მმართველი პარტია ერთმანეთს.

"ეს ქმედება არის პირველი ნაბიჯი იმისა, რომ სრულად შეწყდეს ნებისმიერი კონტაქტი სამხრეთ კორეასთან და თავიდან ავიცილოთ არასაჭირო რამ", ავრცელებს ინფორმაციას სახელმწიფო კორეული ცენტრალური სააგენტო.

საკუთარი ქმედების გასამართლებლად, ჩრდილოეთ კორეამ არგუმენტად მოიყვანა სამხრეთ კორეელი აქტივისტების ქმედებები. იგულისხმება ის, რომ აქტივისტები წლების განმავლობაში ფხენიანის საწინააღმდეგო ბიულეტენებს საზღვრის მეორე მხარეს ავრცელებდნენ.

გასული წლების განმავლობაში ჩრდილოეთ კორეა ხშირად აკეთებდა კომენტარებს იმაზე, რომ ასეთი ქაღალდის გზავნილები მათ ტერიტორიაზე ბუშტებში ჩადებული ხვდებოდა და ვრცელდებოდა.

სამხრეთ კორეას, ძალიან უნდა კორეის შიგნით სიტუაციის დალაგება, ამიტომ მათ სცადეს პასუხი გაეცათ ჩრდილოეთ კორეის საჩივარზე და ადგილობრივმა პოლიციამ აქტივისტების ორი ჯგუფის მცდელობა, კვლავ გაევრცელებინათ ბიულეტენები, შეაჩერა კიდეც.

თუმცა, მიუხედავად ამისა, ჩრდილოეთ კორეა არ აპირებს აზრის შეცვლას და სიტუაციის მოგვარებაზე ფიქრს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG