თეთრი სახლის განცხადებით, მომავალ კვირას ადმინისტრაციის ეკონომიკური გუნდის ორი წარმომადგენელი ჩინეთში გაემგზავრება სავაჭრო საკითხებზე მოლაპარაკებების გასაგრძელებლად.
გუშინ გამოქვეყნებული განცხადების თანახმად ეროვნული ხაზინის ხელმძღვანელი სტივენ მნუჩინი და ამერიკის სპეციალური წარმომადგენელი სავაჭრო მოლაპარაკებებში რობერტ ლაითიზერი ჩინეთის ვიცე-პრემიერს, ლიუ ჰის პეკინში 30 აპრილს შეხვდებიან. ორივე მხარის წარმომადგენლები ისეთ საკითხებს განიხილავენ, როგორიცაა ინტელექტუალური საკუთრება, ტექნოლოგიების იძულებით გადაცემა, არა-სატარიფო ბარიერები და სოფლის მეურნეობა.