შეერთებულ შტატებში დღეს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი დღესასწაულები იგეგმება. 4 ივლისს ამერიკის დაბადების დღესაც უწოდებენ, ვინაიდან ამ დღეს, 1776 წელს, ამერიკის 13-მა კოლონიამ ინგლისისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა, რამაც საფუძველი ჩაუყარა ამერიკის შეერთებული შტატების დღევანდელი სახით ჩამოყალიბებას.
ეროვნული დღესასწაული ფედერალურ უქმე დღედ არის გამოცხადებული. ეს დღე ამერიკელებისთვის, როგორც წესი, ფოიერვერკებთან, აღლუმებთან, კონცერტებთან, ბეისბოლის მატჩებთან და ოჯახურ პიკნიკებთან ასოცირდება.